საქართველოს ნაკრების წევრტები სოფელ წილკანში იმყოფებოდნენ, სადაც მათ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს. ფეხბურთელებს შორის იყვნენ გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და ბევრი სხვა. შეგახსენებთ რომ არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე წამებით მოკლეს და ცხედარი მის ოჯახს რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა. სქართველოს ნაკრების გარდა, ტატუნაშვილის ოჯახს თბილისის დინამოს ფეხბურთელებმაც მიუსამძიმრეს.
კატეგორია: სპორტი
ვლადიმერ ვაისი: ”ჩაკვეტაძეს აუცილებლად ვათამაშებ”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ნაკრების ახალწვეულზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა და თქვა რომ მას აუცილებლად ექნება სათამაშო დრო ამხანაგურ შეხვედრებში: ”ჩაკვეტაძე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია და მას აუცილებლად მივცემ შანსს რომ თავი წარმოაჩინოს. გიორგის დიდ შემართებას და მონდომებას ვატყობ და მიხარია რომ გუნდში ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, რომლებიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან”–განაცხადა ვლადიმერ ვაისმა. […]
ზლატანი კარიერას ლონ ანჯელეს გელექსიში გააგრძელებს
მანჩესტერ იუნაიტედის შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერას ლოს ანჯელეს გელექსიში გააგრძელებს. ზლატანის ამერიკაში ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი ამბავია და მხოლოდ დეტალებია შესათანხმებელი. ბოლო პერიოდში იბრაჰიმოვიჩი იშვიათად თამაშობდა მანჩესტერის შემადგენლობაში და არსებობდა ჭორები იმის შესახებ რომ მას ჟოზე მოურინიოსთან უთანხმოება აქვს. იბრაჰიმოვიჩი უკვე 36 წლის არის და მისმა კარიერულმა პიკმა უკვე ჩაიარა, თუმცა ზლატანის აზრით მას ისევ […]
პსჟ ზიდანს ეპატიჟება
მომავალი სეზონისთვის პსჟ ახალ მწვრთნელს ეძებს და ამ გუნდის ხელმძღვანელობა რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს. გავრცელდა ინფორმაცია რომ პსჟ ზინედინ ზიდანს ეპატიჟება და მას კოლოსალურ ანაზღაურებას სთავაზობს, თუმცა კონკრეტული ციფრები ცნობილი არ არის. ზიდანს პარიზში ყველანაირი პირობა ექნება, მაგრამ ჯერჯერობით ზიზუ რეალიდან წასვლას არ ჩქარობს და ამბობს რომ ამ გუნდში მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. ზიდანმა […]
იკერ კასილასმა შესაძლოა კარიერა არაბეთში გააგრძელოს
პორტოს ესპანელმა მეკარემ იკერ კასილიასმა შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს, სადაც მისი შეძენით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. კასილასი პორტოში არ არის პირველი მეკარე და ამის გამო მას გუნდიდან წასვლა სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს თავის კარიერას მადრიდის რეალის ყოფილი გოლკიპერი. კასილასის შეძენა რამდენიმე ინგლისურ კლუბსაც სურს, მათ შორის ყველაზე მეტად ნიუკასლი აქტიურობს, რომლის მწვრთნელს […]
ალექსის სანჩესს მანჩესტერში ადაპტაცია უჭირს
ალექსის სანჩესი ჯერჯერობით ვერ აჩვენებს იმ თამაშს მანჩესტერში, რომელსაც გულშემატკივარი მისგან ელის. სანჩესის ტრანსფერისგან მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები საკმაოდ ბევრს ელოდნენ, მაგრამ სანჩესი არ არის მოწოდების სიმაღლეზე. გავრცელდა ინფორმაცია რომ სანჩესს ადაპტაციის გავლა უჭირს და მას თითქმის არა აქვს ურთიერთობა თავის თანაგუნდელებთან. ალექსისი ხშირად მარტო ჯდება მანჩესტერის სასადილოში და არ ცდილობს თანაგუნდელებთან კონტაქტი დაამყაროს, რაც მის […]
ინიესტა შესაძლოა ზაფხულში ბარსელონადან წავიდეს
ანდრეს ინიესტამ შესაძლოა ზაფხულში ბარსელონა დატოვოს და კარიერა რომელიმე ჩინურ კლუბში გააგრძელოს. ინიესტას ჩინეთში ძალიან დიდ თანხას სთავაზობენ და შესაძლოა ანდრესი დათანხმდეს კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით მას გადაწყვეტილება არ მიუღია. ინიესტას თქმით ის საბოლოო გადაწყვეტილებას აპრილის ბოლოს მიიღებს და ჯერჯერობით მან არ იცის თუ სად გააგრძელებს კარიერას. ინიესტას ბარსელონას ღირსებას 2005 წლიდან იცავს და წლების მანძილზე […]
კაზემირო: ”რუსეთის ნაკრების არცერთი ფეხბურთელი არ ვიცი”
23 მარტს რუსეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე ბრაზილიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ბრაზილიელები უკვე რუსეთში არიან და მათ ჟურნალისტებმა რამდენიმე შეკითხვაც დაუსვეს. კაზემირომ აღიარა რომ მან არცერთი რუსეთის ნაკრების ფეხბურთელის სახელი და გვარი არ იცის: ”რუსეთის ნაკრები კარგად ორგანიზებული გუნდია და ვფიქრობ რომ მათთან იოლი შეხვედრა არ გვექნება. სამწუხაროდ უნდა ვაღიარო რომ რუსეთის ნაკრების არცერთი ფეხბურთელის […]
ჯორჯო კიელინიმ ტრავმა მიიღო
ტურინის იუვენტუსის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯორჯო კიელინიმ სპალთან შეხვედრის დროს ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ ის დაახლოებით ორი კვირა ვერ შეძლებს მოედანზე გამოსვლას. კიელინიმ შესაძლოა მადრიდის რეალთან პირველი შეხვედრაც გამოტოვოს, რომელიც 3 აპრილს გაიმართება. კიელინის არყოფნა რეალთან უდიდესი დანაკლისი იქნება, რადგან ჯორჯო წლების მანძილზე იუვეს დაცვის მთავარი ლიდერია და ის რომ იუვენტუსი ასე ცოტა გოლს უშვებს, […]
მოჰამედ სალაჰი: ”სიტის დამარცხება შეგვიძლია”
ლივერპულის ეგვიპტელმა ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა განაცხადა რომ მის გუნდს არავისი ეშინია და მათ შეუძლიათ მანჩესტერ სიტის დამარცხება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. სალაჰის აზრით ლივერპულს ჩემპიონთა ლიგის მოგების ისეთივე შანსი აქვს, როგორც სხვა გუნდებს: ”წლევანდელ სეზონში მანჩესტერ სიტი ერთხელ უკვე დავამარცხეთ და შეგვიძლია იგივე გავიმეოროთ. წინ რთული შეხვედრები გველის, მაგრამ მჯერა თანაგუნდელების და ვთვლი რომ შეუძლებელი არაფერია”–განაცხადა […]










