ვლადიმერ ვაისი: ”ჩაკვეტაძეს აუცილებლად ვათამაშებ”

ვლადიმერ ვაისი: ”ჩაკვეტაძეს აუცილებლად ვათამაშებ”საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ნაკრების ახალწვეულზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა და თქვა რომ მას აუცილებლად ექნება სათამაშო დრო ამხანაგურ შეხვედრებში:

”ჩაკვეტაძე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია და მას აუცილებლად მივცემ შანსს რომ თავი წარმოაჩინოს. გიორგის დიდ შემართებას და მონდომებას ვატყობ და მიხარია რომ გუნდში ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, რომლებიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან”–განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ლიტვის და ესტონეთის წინააღმდეგ.