საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრასაქართველოს ნაკრების წევრტები სოფელ წილკანში იმყოფებოდნენ, სადაც მათ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს. ფეხბურთელებს შორის იყვნენ გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და ბევრი სხვა.

შეგახსენებთ რომ არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე წამებით მოკლეს და ცხედარი მის ოჯახს რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა. სქართველოს ნაკრების გარდა, ტატუნაშვილის ოჯახს თბილისის დინამოს ფეხბურთელებმაც მიუსამძიმრეს.