მოსკოვის ცსკა-ს მეკარემ იგორ აკინფეევმა ბაზელთან შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა და ამით 44-მატჩიანი სერია შეწყვიტა, რომლებშიც ის მუდმივად უშვებდა გოლს. აკინფეევმა ბოლოს 2006 წლის ნოემბერში არ გაუშვა გოლი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში და ამის შემდეგ 11 წლის მანძილზე ის ვერაფრით ახერხებდა რომ კარი მშრალად შეენახა. ცსკა-მ ბაზელი საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა და მოსკოველებს აქვთ შანსი, რომ […]
კატეგორია: სპორტი
ლივერპულს იულიან დრაქსლერის ყიდვა სურს
ლივერპულს კვლავინდებურად სურს პსჟ-ს გერმანელი ნახევარმცველის იულიან დრაქსლერის შეძენა, რომელიც პსჟ-დან სავარაუდოდ წავა, რადგან ნეიმარის მისვლის შემდეგ დრაქსლერმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. დრაქსლერის ყიდვა სხვა კლუბებსაც სურთ, მაგალითად მიუნხენის ბაიერნს, ამიტომ ლივერპულისთვის მისი შეძენა იოლი არ იქნება. ლივერპულის მწვრთნელს იურგენ კლოპს უკვე დიდიხანია სურს რომ დრაქსლერი თავის გუნდში იხილოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ სურვილად რჩება. […]
ედუარდო ბერიცოს სიმსივნე დაუდგინეს
სამწუხარო ამბავი გავრცელდა ესპანეთში, სადაც სევილიის მთავარ მწვრთნელს ედუარდო ბერიცოს სიმსივნე დაუდგინეს, თუმცა ეს არ არის მძიმე ფორმის სიმსივნე და ოპერაციის გაკეთების შემდეგ შესაძლოა ყველაფერი კარგად დასრულდეს. ბერიცომ თავის ფეხბურთელებს ეს ამბავი ლივერპულთან მატჩის დროს შესვენებაზე უთხრა, როდესაც სევილია 0:3 აგებდა. შესაძლოა მწვრთნელის სიტყვებმა იმოქმედა ფეხბურთელებზე და მეორე ტაიმში მათ 3 უპასუხო გოლი გაიტანეს. საბოლოოდ […]
ხავიერ პასტორეს პსჟ-დან წასვლა სურს
პსჟ-ს არგენტინელ ნახევარმცველს ხავიერ პასტორეს სხვა კლუბში გადასვლა სურს, რადგან პსჟ-ში მას საკმარისი სათამაშო დრო არა აქვს. პასტორე საკმაოდ იშვიათად გამოდის მოედანზე პირველი წუთებიდან და არგენტინელი ამის გამო უკმაყოფილოა. პასტორეს შეძენა საკმაოდ ბევრ კლუბს სურს, მათ შორის არიან რომა და სევილია. პასტორეს მიმართ ასევე ინტერესს გამოხატავს მილანის ინტერიც. პსჟ სავარაუდოდ ხავიერის გაშვებაზე უარს არ იტყვის, […]
ბარსელონა მესუტ ოზილის ყიდვას აპირებს
ბარსელონამ იანვარში შესაძლოა არსენალის გერმანელი ნახევარმცველი მესუტ ოზილი იყიდოს. ოზილს უკვე დიდიხანია არსენალიდან წასვლა სურს, მაგრამ ჯერჯერობით მისი სხვა გუნდში გადასვლა არ ხერხდება. ბარსელონა მზად არის ოზილის ტრანსფერში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ამ თანხაზე არსენალი სავარაუდოდ უარს იტყვის და კატალონიელებს მოუწევთ ჯიბეზე ხელის გაკვრა. შეგახსენებთ რომ ოზილი წლების მანძილზე ბარსელონას მთავარი მეტოქის მადრიდის რეალის […]
ჩელსის მარკო ასენსიოს შეძენა სურს
ლონდონის ჩელსიმ მადრიდის რეალის ახალგაზრდა ფეხბურთელს მარკო ასენსიოს დაადგა თვალი და შესაძლოა მალე ასენსიო ლონდონში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ასენსიოს სურს ჩელსიში თამაში და უკმაყოფილოა იმით, რომ რეალში მას ძირითად შემადგენლობაში იშვიათად აყენებენ. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია თვითონ ასენსიოს არ დაუდასტურებია, მაგრამ ჭორები მაინც გავრცელდა. მარკო ასენსიო ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება და წლევანდელ […]
უსმან დემბელე შესაძლოა რეალთან შეხვედრისთვის დაბრუნდეს
ბარსელონას ფრანგი ფორვარდი უსმან დემბელე შესაძლოა 23 დეკემბერს რეალთან შეხვედრისთვის დაბრუნდეს. დემბელე უკვე ვარჯიშობს, თუმცა ჯერჯერობით ინდივიდუალურად. ერთ თვეში დემბელე სრულ მზადყოფნაში იქნება, მაგრამ სავარაუდოდ ვალვერდე არ გარისკავს და დემბელეს რეალის წინააღმდეგ არ ათამაშებს. უსმან დემბელე ბარსელონამ 105 მილიონ ევროდ შეიძინა და მასზე კატალონიაში დიდ იმედებს ამყარებენ. სექტემბრის შუა რივცხვებში დემბელემ ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც […]
ზაზა ფაჩულია შვილების FedEx-ის ყუთით გაგზავნას აპირებდა – ვიდეო
ნაციონალური საკალათბურთო ლიგის მორიგ ტურში „გოლდენ სტეიტმა“ მე-13 გამარჯვება იზეიმა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა „ბრუკლინ ნეთსი“ ანგარიშით 118-111 დაამარცხა. ამ თამაშის შეფასებისას “გოლდენ სტეიტის” მწვრთნელმა სტივ კერმა ზაზა ფაჩულიას შესახებ საინტერესო სახუმარო ისტორია მოყვა, რომელიც მის შვილებს შეეხება. კერის თქმით, ფაჩულიას ორი შვილი გუნდთან ერთად მოგზაურობს ხოლმე და ბოლბოის ფუნქციას ასრულებენ. – ბოსტონში წაგებისა და ფილადელფიაში […]
სერხიო რამოსი ოპერაციას არ გაიკეთებს
მადრიდის რეალის მცველმა სერხიო რამოსმა ატლეტიკოსთან შეხვედრის დროს ცხვირის დაზიანება მიიღო. ატლეტიკოს ფეხბურთელთან ორთაბრძოლის დროს რამოსს ცხვირი გაუტეხეს და მას დროზე ადრე მოუწია მოედნის დატოვება. ვარაუდობდნენ რომ სერხიოს ცხვირზე ოპერაცის დაჭირდებოდა, მაგრამ ტრავმა ასეთი სერიოზული არ გამოდგა და ოპერაცია საჭირო არ არის. რამოსი დაახლოებით ერთ კვირას დაისვენებს და უკვე ცნობილი გახდა რომ ის აპოელის წინააღმდეგ […]
ანტონიო კონტეს იტალიის ნაკრებში ეპატიჟებიან
იტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ჯერჯერობით ისევ უცნობია. ვენტურას განთავისუფლების შემდეგ ამ პოსტზე ბევრი კანდიდატურა განიხილება და ერთ-ერთი მათგანი ანტონიო კონტეა, რომელიც ნაკრებს ვენტურას მისვლამდე ხელმძღვანელობდა. კონტე ამჟამად ჩელსის დამრიგებელია, მაგრამ ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ის მალე ჩელსიდან წავა. კონტეს გარდა იტალიის ნაკრების მწვრთნელის კანდიდატურაზე კარლო ანჩელოტიც განიხილება, რომელსაც იტალიის ფეხბურთის […]










