უსმან დემბელე შესაძლოა რეალთან შეხვედრისთვის დაბრუნდეს

უსმან დემბელე შესაძლოა რეალთან შეხვედრისთვის დაბრუნდესბარსელონას ფრანგი ფორვარდი უსმან დემბელე შესაძლოა 23 დეკემბერს რეალთან შეხვედრისთვის დაბრუნდეს. დემბელე უკვე ვარჯიშობს, თუმცა ჯერჯერობით ინდივიდუალურად.

ერთ თვეში დემბელე სრულ მზადყოფნაში იქნება, მაგრამ სავარაუდოდ ვალვერდე არ გარისკავს და დემბელეს რეალის წინააღმდეგ არ ათამაშებს. უსმან დემბელე ბარსელონამ 105 მილიონ ევროდ შეიძინა და მასზე კატალონიაში დიდ იმედებს ამყარებენ.

სექტემბრის შუა რივცხვებში დემბელემ ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ის მოედანზე არ გასულა.