ანტონიო კონტეს იტალიის ნაკრებში ეპატიჟებიან

ანტონიო კონტეს იტალიის ნაკრებში ეპატიჟებიანიტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ჯერჯერობით ისევ უცნობია. ვენტურას განთავისუფლების შემდეგ ამ პოსტზე ბევრი კანდიდატურა განიხილება და ერთ-ერთი მათგანი ანტონიო კონტეა, რომელიც ნაკრებს ვენტურას მისვლამდე ხელმძღვანელობდა.

კონტე ამჟამად ჩელსის დამრიგებელია, მაგრამ ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ის მალე ჩელსიდან წავა. კონტეს გარდა იტალიის ნაკრების მწვრთნელის კანდიდატურაზე კარლო ანჩელოტიც განიხილება, რომელსაც იტალიის ფეხბურთის ფედერაცია უკვე დაუკავშირდა.