ბარსელონამ ტოტენჰემის დანიელ ნახევარმცველს კრისტიან ერიქსენს დაადგა თვალი, რომელმაც ირლანდიასთან შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო და შეიძლება ითქვას მარტომ გაიყვანა თავისი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე. ერიქსენის მიმართ ინტერესს ბარსელონას გარდა კიდევ ბევრი გუნდი გამოხატავს, თუმცა დანიელი ფეხბურთელის ყიდვა რთული იქნება, რადგან ტოტენჰემის პრეზიდენტის თქმით ის ერიქსენს 200 მილიონზე ნაკლებად არ დათმობს. ბარსელონა ამ თანხის გადახდას არ […]
კატეგორია: სპორტი
შვედეთის ნაკრების მწვრთნელმა “სან სიროზე” გასახდელი დაალაგა
მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში შვედეთის ნაკრებმა იტალიასთან ფრე გაახერხა და მუნდიალზე გავიდა, მისმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა კი ნამატჩევს მილანის “სან სიროს” სტადიონზე თავისი გუნდის გასახდელი დაალაგა. ეს სურათი ეროვნული გუნდის ფსიქოლოგმა დანიელ ეკვალმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. sportall.ge
სერხიო აგუეროს გასახდელში გული წაუვიდა
მანჩესტერ სიტის ფორვარდს სერხიო აგუეროს არგენტინის ნაკრების და ნიგერიის შეხვედრის დროს გასახდელში გული წაუვიდა. ეს შესვენებაზე მოხდა და სერხიო მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გამოკვლევები ჩაუტარდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იყო გულის წასვლის მიზეზი და სავარაუდოდ ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. აგუერო მალე მანჩესტერში დაბრუნდება, სადაც მას დამატებით გამოკვლევებს ჩაუტარებენ. ბოლო პერიოდში აგუეროს მუდამ თან […]
მანჩესტერ იუნაიტედს მარკო ასენსიოს ყიდვა სურს
მანჩესტერ იუნაიტედი მადრიდის რეალის ახალგაზრდა ფორვარდით მარკო ასენსიოს შეძენით არის დაინტერესებული და შესაძლოა ასენსიო ინგლისში ვიხილოთ. ასენსიო ევროპაში ერთ-ერთ მთავარ ახალგაზრდა ვარსკვლავად ითვლება და რეალი მას იოლად არ დათმობს. მარკოს სატრანსფერო ფასი სავარაუდოდ 100 მილიონ ევროზე მეტი იქნება, თუმცა მანჩესტერი მზად არის ამ თანხის გადასახდელად. ასენსიომ სეზონის დასაწყისში ყველას თავი დაამახსოვრა ბარსელონას კარში გატანილი ლამაზი […]
იტალიის ნაკრების მწვრთნელი შესაძლოა რობერტო მანჩინი გახდეს
იტალიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი შესაძლოა რობერტო მანჩინი გახდეს, რომელიც ამჟამად ზენიტში მუშაობს. ჯანპიერო ვენტურას ჯერჯერობით თავისი პოსტი არ დაუტოვებია, მაგრამ სავარაუდოდ მას უახლოეს მომავალში გაანთავისუფლებენ თანამდებობიდან. რაც შეეხება მანჩინის, მას საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს და მისი ხელმძღვანელობით 2012 წელს მანჩესტერ სიტი ინგლისის ჩემპიონი გახდა. მანჩინის იტალიაშიც ბევრ კლუბში უმუშავია და ის იტალიელ ფეხბურთელებს […]
კრიშტიანო რონალდუს ზაფხულში რეალიდან წასვლა სურს
ესპანურ პრესაში სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ კრიშტიანო რონალდუს ზაფხულში რეალიდან წასვლა სურს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რონალდუმ ფლორენტინო პერესს თხოვნითაც მიმართა, რომ ზაფხულში ის სხვა კლუბში გაუშვან. ამ საკითხზე ჯერჯერობით თვითონ რონალდუს კომენტარი არ გაუკეთებია. წლევანდელ სეზონში კრიშტიანო არ გამოირჩევა ისეთი შედეგიანობით როგორც ადრე და მას ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი. […]
ბუფონმა ნაკრებში კარიერა დაასრულა
ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ნაკრებში კარიერა დაასრულა. ბუფონმა ამის შესახებ განცხადება შვედეთთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მოგეხსენებათ რომ იტალიელებმა ვერ შეძლეს შვედეთის ბარიერის დაძლევა და მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებენ. ბუფონის თქმით, მისთვის სამწუხაროა რომ მის კარიერაში ბოლო შეხვედრა ასეთი გამოვიდა, მაგრამ ის გრძნობს რომ გზა ახალგაზრდებს უნდა დაუთმოს. ბუფონი იტალიის ნაკრებში თითქმის 20 წლის მანძილზე თამაშობდა და […]
იტალია 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს
პირველად 1958 წლის შემდეგ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, რაც იტალიელებისთვის კატასტროფის ტოლფასია. იტალიის ნაკრებმა ვერ შეძლო შვედეთის დამარცხება საკუთარ მოედანზე და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური შვედებს გადაულოცა. განმეორებითი შეხვედრა მილანში, ლეგენდარულ სან სიროზე გაიმართა. პირველ მატჩში შვედებმა შეძლეს იტალიის დამარცხება 1:0, ამიტომ იტალიელებს მხოლოდ გამარჯვება აწყობდათ. განუწყვეტელი შეტევების მიუხედავად იტალიის ნაკრებმა ვერ შეძლო გოლის […]
რეალი მზად არის ბეილი 80 მილიონად გაყიდოს
მადრიდის რეალი მზად არის გარეტ ბეილი ზაფხულში გაყიდოს. უელსელი ფეხბურთელი ძალიან ხშირად იღებს ტრავმებს და რეალის ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა აევსო. თავის დროზე რეალმა ბეილში 100 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ ამჟამად მზად არის უელსელი ფეხბურთელი 80 მილიონად დათმოს. ბეილის შეძენის სურვილი მანჩესტერ იუნაიტედმა გამოხატა და გარეტი სავარაუდოდ ინგლისში დაბრუნდება. რეალში გადასვლამდე უელსელი ვინგერი ტოტენჰემის ღირსებას იცავდა […]
სადიო მანე ისევ ტრავმირებულია
ლივერპულის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი სადიო მანე კვლავ ტრავმირებულია და თავის გუნდს უახლოეს შეხვედრებში ვერ დაეხმარება. მანეს ტრავმა უკვე ერთი თვეა აწუხებს, მაგრამ ის უკვე უნდა გამოჯანმრთელებულიყო, თუმცა მანეს ტრავმა გაუმიზეზდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს სადიო მანე. სავარაუდოდ ეს ნოემბრის ბოლოს უნდა მოხდეს. მანამდე კი ლივერპულს თავისი ერთ-ერთი ლიდერის გარეშე მოუწევს თამაში. შემდეგი თამაშს […]










