სერხიო აგუეროს გასახდელში გული წაუვიდა

სერხიო აგუეროს გასახდელში გული წაუვიდამანჩესტერ სიტის ფორვარდს სერხიო აგუეროს არგენტინის ნაკრების და ნიგერიის შეხვედრის დროს გასახდელში გული წაუვიდა. ეს შესვენებაზე მოხდა და სერხიო მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გამოკვლევები ჩაუტარდება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იყო გულის წასვლის მიზეზი და სავარაუდოდ ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. აგუერო მალე მანჩესტერში დაბრუნდება, სადაც მას დამატებით გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

ბოლო პერიოდში აგუეროს მუდამ თან სდევს ხიფათი და სექტემბრის ბოლოს ის ავარიაშიც მოყვა, მაგრამ საბედნიეროდ მძიმედ არ დაშავებულა.