იტალია 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს

იტალია 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებსპირველად 1958 წლის შემდეგ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, რაც იტალიელებისთვის კატასტროფის ტოლფასია. იტალიის ნაკრებმა ვერ შეძლო შვედეთის დამარცხება საკუთარ მოედანზე და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური შვედებს გადაულოცა.

განმეორებითი შეხვედრა მილანში, ლეგენდარულ სან სიროზე გაიმართა. პირველ მატჩში შვედებმა შეძლეს იტალიის დამარცხება 1:0, ამიტომ იტალიელებს მხოლოდ გამარჯვება აწყობდათ. განუწყვეტელი შეტევების მიუხედავად იტალიის ნაკრებმა ვერ შეძლო გოლის გატანა და თამაში 0:0 დასრულდა.

მატჩის დროს მცირე უთანხმოება მოუვიდათ მწვრთნელს ვენტურას და დანიელე დე როსის, რომელმაც ვენტურას ურჩია რომ მოედანზე ლორენცო ინსინიე შეეყვანა. ვენტურამ ინსინიე სკამზე დატოვა, რის გამოც მას უამრავი ადამიანი აკრიტიკებს.

უახლოეს მომავალში იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ ახალი მწვრთნელი ეყოლება.