კატეგორია: სპორტი

მარკო როისი ბორუსიადან წასვლას აპირებს

მარკო როისი ბორუსიადან წასვლას აპირებს

დორტმუნდის ბორუსიის ერთ-ერთი ლიდერი მარკო როისი მომავალი სეზონიდან სხვა გუნდში აპირებს გადასვლას. მარკომ არ დამალა ის ფაქტი რომ დორტმუნდი მას მობეზრდა და სურს ძალები სხვაგანაც სცადოს. ”ბორუსიამ ძალიან ბევრი მომცა და ამ გუნდის მადლიერი ყოველთვის ვიქნები, მაგრამ ცვლილებების დროა და მსურს სხვა ჩემპიონატშიც ვნახო რა გამომივა. ერთ რომელიმე გუნდზე არ ვფიქრობ”– განაცხადა მარკო როისმა. როისი […]

თორნიკე ოქრიაშვილი კიდევ 5 თვე იუქმებს

თორნიკე ოქრიაშვილი კიდევ 5 თვე იუქმებს

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი კიდევ რამდენიმე თვე ვერ შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. ოქრიაშვილი ამჟამად რუსული კრასნოდარის ღირსებას იცავს, სადაც მისი კარიერა კარგად დაიწყო, მაგრამ თორნიკეს ხელი ტრავმებმა შეუშალეს და ის ისევ ლაზარეთში იმყოფება. ოქრიაშვილი სარეაბილიტაციო კურსს გადის და აქტიურ ფეხბურთს ის სავარაუდოდ თებერვალში, ან მარტში დაუბრუნდება. თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამიტომ […]

იკერ კასილიასი პორტოს დატოვებს

იკერ კასილიასი პორტოს დატოვებს

ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი უახლოეს მომავალში პორტუგალიურ პორტოს დატოვებს. ამის მიზეზი ის არის, რომ პორტუმ სატრანსფერო ფეირპლეი დაარღვია და იძულებულია კასილიასი გაყიდოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უეფასგან სასჯელი არ აცდებათ. კასილიასი ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც ვერ მოხვდა, რაც იმაზე მიუთითებს რომ ის პორტოში არ დარჩება. სად გააგრძელებს თამაშს კასილიასი ჯერჯერობით უცნობია და არ არის გამორიცხული რომ […]

ბუფონი კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის

ბუფონი კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის

იუვენტუსის მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ ის კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის. ბუფონის თქმით მან ფეხბურთში უკვე ყველაფერს მიაღწია და რამდენიმე წელიწადი არაფერს შეცვლის. ”მე შემიძლია 2 ან 3 სეზონი კიდევ ჩავატარო, მაგრამ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. შესნი ძალიან კარგი მეკარეა და დარწმუნებული ის ღირსეულად შემცვლის იუვენტუსში. ახალი გამოწვევების არ მეშინია და ვიცი რომ […]

კარლო ანჩელოტის ჩინეთში იწვევენ

კარლო ანჩელოტის ჩინეთში იწვევენ

იტალიელ სპეციალისტს კარლო ანჩელოტის რამდენიმე ჩინური გუნდი იწვევს და შესაძლოა სულ მალე ის ჩინეთში ვიხილოთ. ანჩელოტი ბაიერნიდან ერთი თვის წინ გაანთავისუფლეს და ამჟამად ის უგუნდოდ არის, თუმცა მას საკმაოდ ბევრი კლუბი იწვევს თავისთან სამუშაოდ. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ანჩელოტი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. თვითონ ანჩელოტის ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ფლორენტინო პერესს ჰარი კეინის შეძენა სურს

ფლორენტინო პერესს ჰარი კეინის შეძენა სურს

მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მოხიბლულია ტოტენჰემის ფორვარდის ჰარი კეინის თამაშით და სურს რომ ის თავისი გუნდის რიგებში იხილოს. მიუხედავად დიდი სურვილისა პერესს ესმის, რომ ამის გაკეთება იოლი არ იქნება. ”კეინი შესანიშნავი ფეხბურთელია და მისი შეძენა რეალს საგრძნობლად გააძლიერებდა, მაგრამ ტოტენჰემი მას 250 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაუშვებს და ამ თანხის გადახდის სურვილი არ მაქვს”– […]

ლესტერის თავკაცი კლოდ პიუელი გახდება

ლესტერის თავკაცი კლოდ პიუელი გახდება

ლესტერის ახალი მწვრთნელი ფრანგი სპეციალისტი კლოდ პიუელი იქნება, რომელსაც ინგლისში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. პიუელი მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგება, მანამდე კი ლესტერს კრეიგ შექსპირის თანაშემწე უხელმძღვანელებს. შექსპირი ცუდი შედეგების გამო თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, რადგან ლესტერს 9 ტურის შემდეგ მხოლოდ ორი გამარჯვება აქვს და გუნდი არადამაჯერებლად გამოიყურება. პიუელი თავის დროზე საკმაოდ წარმატებით მუშაობდა საუთჰემპტონში, მაგრამ რაღაც […]

ზიდანი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

ზიდანი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

ფიფას ყოველწლიურ დაჯილდოებაზე რეალის მწვრთნელი ზინედინ ზიდანი წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. ეს ჯილდო ზიდანმა დაიმსახურა და არავისთვის გასაკვირი არ აღმოჩნდა რომ საუკეთესოდ სწორედ ის დაასახელეს. ზიდანთან ერთად რეალმა გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თან ეს ზედიზედ მეორედ გააკეთა. აქამდე მსგავსი რამ არცერთ გუნდს არ ჰქონდა გაკეთებული. ზიზუმ ჯილდოს მიღების შემდეგ განაცხადა, რომ […]

ევერტონმა რონალდ კუმანი გაანთავისუფლა

ევერტონმა რონალდ კუმანი გაანთავისუფლა

ლივერპულის ევერტონმა ჰოლანდიელი სპეციალისტი რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაანთავისუფლა. ეს მას შემდეგ მოხდა რაც ევერტონმა საკუთარ მოედანზე არსენალთან 2:5 წააგო. ზოგადად წლევანდელი სეზონი ევერტონისთვის ძალიან ცუდად მიმდინარეობს, რადგან გუნდი ინგლისის ჩემპიონატში გასავარდნ ზონაში იმყოფება, რაც ევერტონისთვის უჩვეულოა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს კუმანის ადგილს და ევერტონის ხელმძღვანელობა რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს. არ არის გამორიცხული გუნდში […]

ტომას მიულერმა სერიოზული ტრავმა მიიღო

ტომას მიულერმა სერიოზული ტრავმა მიიღო

მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთმა ლიდერმა ტომას მიულერმა ჰამბურგთან შეხვედრის დროს ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც მან მოედანი დროზე ადრე დატოვა. ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა და მიულერი სავარაუდოდ ორი თვის მანძილზე ვერ დაეხმარება თავის გუნდს და მის დაბრუნებას დეკემბერში ვარაუდობენ. მიულერმა გასული სეზონი ცუდად ჩაატარა და მას ბოლო პერიოდში ბევრს აკრიტიკებდნენ. მიუხედავად ამისა მიულერი მაინც ბაიერნის წამყვან ფეხბურთელად […]