თორნიკე ოქრიაშვილი კიდევ 5 თვე იუქმებს

თორნიკე ოქრიაშვილი კიდევ 5 თვე იუქმებსსაქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი კიდევ რამდენიმე თვე ვერ შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. ოქრიაშვილი ამჟამად რუსული კრასნოდარის ღირსებას იცავს, სადაც მისი კარიერა კარგად დაიწყო, მაგრამ თორნიკეს ხელი ტრავმებმა შეუშალეს და ის ისევ ლაზარეთში იმყოფება.

ოქრიაშვილი სარეაბილიტაციო კურსს გადის და აქტიურ ფეხბურთს ის სავარაუდოდ თებერვალში, ან მარტში დაუბრუნდება. თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამიტომ გულშემატკივარი მოუთმენლად ელის მის დაბრუნებას.