ტომას მიულერმა სერიოზული ტრავმა მიიღო

ტომას მიულერმა სერიოზული ტრავმა მიიღომიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთმა ლიდერმა ტომას მიულერმა ჰამბურგთან შეხვედრის დროს ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც მან მოედანი დროზე ადრე დატოვა. ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა და მიულერი სავარაუდოდ ორი თვის მანძილზე ვერ დაეხმარება თავის გუნდს და მის დაბრუნებას დეკემბერში ვარაუდობენ.

მიულერმა გასული სეზონი ცუდად ჩაატარა და მას ბოლო პერიოდში ბევრს აკრიტიკებდნენ. მიუხედავად ამისა მიულერი მაინც ბაიერნის წამყვან ფეხბურთელად ითვლება და მისი არყოფნა ბაიერნს უდაოდ დაეტყობა.