ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს ივნისის ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება. საბედნიეროდ, მიზეზი ტრავმა არ არის. სატრანსფერო მოლაპარაკებები ხვიჩას მომავალზე იმდენად აქტიურ ფაზაშია, რომ მხარეებმა გადაწყვიტეს, გარისკვა მიზანშეწონილი არაა. ხვიჩა ნაკრების შეკრებას უახლოეს დღეებში დატოვებს. ჯეო თიმი
კატეგორია: სპორტი
კონტე შეიძლება რეალის მწვრთნელი გახდეს
„ინტერის“ აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს ანტონიო კონტეს იტალიური კლუბიდან წასვლის შემდეგ, კარიერის გაგრძელების ვარიანტი ძალიან მალე გამოუჩნდა. კერძოდ, იტალიელმა, შესაძლოა, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანი შეცვალოს. შეგახსენებთ, რომ „ინტერსა“ და კონტეს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით შეწყდა. 51 წლის სპეციალისტის წასვლის მიზეზია კლუბის მფლობელების გადაწყვეტილება – გაყიდოს ფეხბურთელები და შეამციროს დანახარჯები, რათა ბიუჯეტი მიმდინარე […]
ლაპორტა კუმანის ნაცვლად ფლიკის მიწვევას აპირებს
“ბარსელონამ” ამერიკული Goldman Sachs-ისგან 500 მილიონი ევროს ოდენობის სესხი აიღო, კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კი განაცხადა, რომ მომავალ კვირაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ლაპორტა უკმაყოფილოა მწვრთნელ რონალდ კუმანის მუშაობით და მისი სამუშაოდან დათხოვნა სურს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, მისთვის გვარიანი კომპენსაციის გადახდა მოუწევს, ფულის უყაირათოდ ხარჯვას კი არ აპირებს. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ამის შესახებ ინფორმაციას […]
ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში რუბინს დატოვებს
გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ნაკრებისა და “რუბინის” შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს შეიცვლის. ამის შესახებ ინფორმაცია Sportall-თან საუბარში ფეხბურთელის მამა ბადრი კვარაცხელიამ დაადასტურა. “შემიძლია, 100%-ით დაგიდასტუროთ, რომ ზაფხულში ხვიჩა “რუბინს” აუცილებლად დატოვებს… ჯერჯერობით რომელ გუნდში გადავა ის ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. მიდის ბევრ გუნდთან საუბარი. ბავშვი ახლა დაისვენებს და წყნარ, დასვენებულ გონებაზე […]
ვილი სანიოლმა რუმინეთთან და ნიდერლანდებთან მატჩების წინ ნაკრების სია დაასახელა
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ეროვნული ნაკრები მომდევნო ორშაბათიდან თბილისში შეიკრიბება და ივნისში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის, 31 მაისის ჩათვლით, დედაქალაქში საწვრთნელ შეკრებას გაივლის. რუმინეთთან და ნიდერლანდებთან შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, ეროვნული ლიგის 22 წლის ფეხბურთელი სერგო კუხიანიძე, რომელმაც მიმდინარე სეზონში წყალტუბოს “სამგურალის” მაისურით ხუთი გოლი გაიტანა. მომდევნო ორ შეხვედრაში […]
სკანდალი ლივერპულში – მანემ კლოპს ხელი არ ჩამოართვა
ინგლისის პრემიერლიგის შეხვედრაში “ლივერპულმა” მეზობელ “მანჩესტერ იუნაიტედს” გასვლაზე მოუგო (4:2), მატჩის დასრულების შემდეგ კი სტუმართა ფორვარდი სადიო მანე სამარცხვინოდ მოიქცა. “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მოედანზე ფეხბურთელებისთვის ხელის ჩამოსამართმევად შევიდა, “კლოპო” მოწინააღმდეგეებსაც ესალმებოდა, სადიო მანემ კი დამრიგებელს ხელი არ ჩამოართვა, თავი გააქნია და გასახდელისკენ წავიდა. მანეს გაბრაზების მიზეზი ის გახლდათ, რომ ის კლოპმა მოედანზე 74-ე […]
გიორგი მიქაუტაძის 2 გოლი – სერენი ბელგიის უმაღლეს ლიგაში გადავიდა
ბელგიის პლე-ოფის საპასუხო მატჩში გიორგი მიქაუტაძის “სერენმა” გასვლაზე “ვაასლანდ-ბევერენს” 5:2 სძლია და ჟუპილერ ლიგის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ, პირველი მატჩში “სერენმა” მიქაუტაძის მიერ 90+2-ე წუთზე გატანილი პენალტით ფრეს მიაღწია საკუთარ მოედანზე (1:1). განმეორებითი შეხვედრის მე-15 წუთზე ფრეიმ მასპინძლები თერთმეტმეტრიანით წინ გაიყვანა. გიორგიმ მალე პენალტით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო სანამ მსაჯი გუნდებს შესვენებაზე გაიხმობდა, საბაუნიმ სტუმრები დააწინაურა. მეორე […]
აზარმა ჩელსისთან წაგების მერე გულიანად იცინა
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში “ჩელსისთან” 0:2 წაგების შემდეგ “რეალის” ნახევარმცველი ედენ აზარი იმის ნაცვლად, რომ დამწუხრებული ყოფილიყო, მშვენიერ ხასიათზე გახლდათ. ის ყოფილ თანაგუნდელებთან, კურტ ზუმასთან და ედუარ მენდისთან მივიდა, გადაეხვია, გამარჯვება მიულოცა, ეხუმრებოდა და გულიანად იცინოდა. ამის შემდეგ ბელგიელმა სერიოზული სახე მიიღო და “რეალის” გასახდელში შევიდა, სოციალურ ქსელებში კი გულშემატკივრები სამართლიან აღშფოთებას გამოხატავენ. აზარი […]
მამარდაშვილი შეიძლება ვალენსიაში გადავიდეს
lavozdelpuchades-ის ცნობით, “ვალენსია” მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას და მეკარის შეძენას გეგმავს. როგორც ჩანს, უნაი ეჩებერია და ემილიო ბერნარდი კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებენ, ახალგაზრდული გუნდიდან შარლ პერესს გადაიყვანენ და თბილისის “დინამოს” 20 წლის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეუთანხმდნენ, რომელიც იჯარის წესით თბილისის “ლოკომოტივში” თამაშობს. გამოცემის მტკიცებით, მამარდაშვილს “ვალენსია” იჯარით შვილობილ გუნდში (მესტალია) გაუშვებს, რომელიც ქვედა დივიზიონში ასპარეზობს. […]
გიორგი მიქაუტაძემ სერენი წაგებას გადაარჩინა
“სერენი” ბელგიის ჩემპიონატის პლეი-ოფში მარცხს შეხვედრის დამატებით წუთებში, გიორგი მიქაუტაძის თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით გადაურჩა (1:1). “ვაასლენდ ბევერენთან” განმეორებითი მატჩის წინ ბელგიური dhnet-ი წერს: “მიქაუტაძის გოლის გამო, რომელიც შეხვედრის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გავიდა, “სერენი” ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, დაძლიოს პლეი-ოფი და მომავალ წელს ბელგიის უმაღლეს დივიზიონში იასპარეზოს. ქართველმა ფორვარდმა გამოასწორა სენეგალელი ფაიეს შეცდომა და მხოლოდ […]