სკანდალი ლივერპულში – მანემ კლოპს ხელი არ ჩამოართვა

სკანდალი ლივერპულში - მანემ კლოპს ხელი არ ჩამოართვაინგლისის პრემიერლიგის შეხვედრაში “ლივერპულმა” მეზობელ “მანჩესტერ იუნაიტედს” გასვლაზე მოუგო (4:2), მატჩის დასრულების შემდეგ კი სტუმართა ფორვარდი სადიო მანე სამარცხვინოდ მოიქცა.

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მოედანზე ფეხბურთელებისთვის ხელის ჩამოსამართმევად შევიდა, “კლოპო” მოწინააღმდეგეებსაც ესალმებოდა, სადიო მანემ კი დამრიგებელს ხელი არ ჩამოართვა, თავი გააქნია და გასახდელისკენ წავიდა.

მანეს გაბრაზების მიზეზი ის გახლდათ, რომ ის კლოპმა მოედანზე 74-ე წუთზე შეიყვანა, თუმცა ამ საქციელს ეს არ ამართლებს.

მატჩის შემდგომ ინტერვიუში გერმანელმა მწვრთნელმა თქვა, რომ ყველაფერი კარგადაა და არანაირი პრობლემა არ არსებობს, თუმცა მისი სახე სულ სხვა რამეს ამბობდა.

მანემ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 32 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სპორტალი