მამარდაშვილი შეიძლება ვალენსიაში გადავიდეს

მამარდაშვილი შეიძლება ვალენსიაში გადავიდესlavozdelpuchades-ის ცნობით, “ვალენსია” მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას და მეკარის შეძენას გეგმავს. როგორც ჩანს, უნაი ეჩებერია და ემილიო ბერნარდი კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებენ, ახალგაზრდული გუნდიდან შარლ პერესს გადაიყვანენ და თბილისის “დინამოს” 20 წლის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეუთანხმდნენ, რომელიც იჯარის წესით თბილისის “ლოკომოტივში” თამაშობს.

გამოცემის მტკიცებით, მამარდაშვილს “ვალენსია” იჯარით შვილობილ გუნდში (მესტალია) გაუშვებს, რომელიც ქვედა დივიზიონში ასპარეზობს. თუ თავი წარმოაჩინა, დაახლოებით მილიონ ევროს გადაიხდიან, თუმცა ოფცია სავალდებულო არ არის.

ამას გარდა, მამარდაშვილი ხანდახან “ვალენსიას” მესამე გოლკიპერი იქნება.

სპორტალი