მადრიდის რეალი თავისი ფრანგი ფორვარდის კარიმ ბენზემას გაყიდვას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უახლოეს მომავალში ბენზემა რეალთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის თანახმადაც ფრანგი ფორვარდი რეალში 2022 წლამდე დარჩება. ბენზემას ყიდვა ბევრ კლუბს სურს, მათ შორის ყველაზე მეტად მილანი და არსენალი აქტიურობდნენ, მაგრამ როგორც ჩანს ბენზემა რეალს არ დატოვებს. კარიმ ბენზემა რეალში 2009 წელს გადავიდა და […]
კატეგორია: სპორტი
კოუტინიო 150 მილიონი ევრო ღირს
კოუტინიოს სატრანფერო ფასი 150 მილიონი ევრო იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ინგლისურ პრესაში გავრცელდა. ბოლო პერიოდში ხშირია საუბრები იმის შესახებ, რომ ბარსელონას სურს კოუტინიოს ყიდვა, მაგრამ ლივერპული უარზეა და 150 მილიონზე ნაკლებად თავისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს. თავიდან ლივერპული 80 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ მათ კოუტინიოს დაკარგვის რეალური საფრთხე იგრძნეს და ბრაზილიელის სატრანსფერო ფასი […]
ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციაში პრეზიდენტი შეიცვალა
ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. მისი სახელი ხუან ლუის ლარეაა, რომელმაც ამ პოსტზე ანხელ მარია ვილიარი შეცვალა. ვილიარი რამდენიმე სერიოზულ სკანდალში გაეხვა, რის გამოც მას პრეზიდენტის თანამდებობა ესპანეთის სპორტის სამინისტრომ დაატოვებინა. ამასთან ერთად ვილიარმა ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და ამ ხნის მანძილზე ვერ შეძლებს ფეხბურთში დაბრუნებას. რაც შეეხება ახალ პრეზიდენტს, ლარეა დიდი ხნის მანძილზე ესპანეთის […]
ერნესტო ვალვერდემ მანჩესტერ იუნაიტედთან შეხვედრაზე ისაუბრა
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ბარსელონამ 1:0 მოიგო. ვალვერდეს აზრით ბარსელონა მატჩის სადავეებს აკონტროლებდა, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა მხოლოდ ამხანაგური იყო. ” მანჩესტერი ძალიან ძლიერი მეტოქეა, რომელსაც ბევრი კლუბის დამარცხება შეუძლია. ჩვენ გვიხარია, რომ ეს შეხვედრა მოვიგეთ და ვფიქრობ ეს შედეგი სამართლიანია. ბარსელონას მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხით კმაყოფილი […]
რენატუ სანჩესს ბაიერნის დატოვება სურს
ბაიერნის ახალგაზრდა პორტუგალიელ ფეხბურთელს რენატუ სანჩესს ბაიერნის დატოვება სურს, რადგან მას მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ახალგაზრდა პორტუგალიელის თქმით მილანში გადასვლა ცუდი ვარიანტი არ არის, რადგან ეს გუნდი წელს ძალიან გაძლიერდა და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. გარდა ამისა, სანჩესი დარწმუნებულია, რომ მილანში მას მეტჯერ მიეცემა თავის გამოჩენის შანსი. ბაიერნმა შარშან სანჩესის ტრანსფერში 35 მილიონი ევრო გადაიხადა, ამიტომ […]
დიეგო სიმეონემ ატლეტიკოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
მადრიდის ატლეტიკოს დამრიგებელმა დიეგო სიმეონემ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ის ატლეტიკოს 2021 წლის ჩათვლით უხელმძღვანელებს. ზაფხულში იყო საუბრები იმის შესახებ, რომ სიმეონეს შესაძლოა დაეტოვებინა ატლეტიკო, მაგრამ ეს საუბრები არ გამართლდა და დიეგო ისევ მადრიდულ კლუბს უხელმძღვანელებს. სიმეონე ატლეტიკოში 2011 წლიდან მუშაობს და მისი ხელმძღვანელობით ატლეტიკომ ბევრ წარმატებას მიაღწია, განსაკუთრებით 2014 წელს, როდესაც მადრიდელები […]
კარლოს ბაკა მილანს დატოვებს
მილანის კოლუმბიელი ფორვარდი კარლოს ბაკა წლევანდელ ზაფხულში მილანს დატოვებს, რადგან ის გუნდის მწვრთნელის ვინჩენცო მონტელას გეგმებში არ შედის. ბაკას შეძენა მარსელის ოლიმპიკს სურს, მაგრამ მილანი ამ ტრანსფერში 25 მილიონ ევროს ითხოვს, ამდენის გადახდა კი ფრანგებს არ სურთ. ამის გამო, მარსელო და მილანი ბაკას ტრანსფერის თაობაზე ვერ თანხმდებიან. კარლოს ბაკას ყიდვა რამდენიმე ინგლისურ გუნდსაც სურს, ამიტომ […]
ნოვაკ ჯოკოვიჩი სავარაუდოდ ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებს
მსოფლიოს მეორე ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი სავარაუდოდ ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებს, რადგან მას იდაყვის საკმაოდ სერიოზული ტრავმა აწუხებს. როგორც აღმოჩნდა ნოვაკს ადრეც აწუხებდა იდაყვი, მაგრამ ის მაინც თამაშობდა ტურნირებზე. ამჯერად მდგომარეობა უფრო სერიოზულია და ჯოკოვიჩს მკურნალობა ესაჭიროება, რომელიც მინიმუმ ერთ თვეს გასტანს. ამერიკის ღია პირველობა კი აგვისტოს ბოლოს აიღებს სტარტს, ამიტომ დიდი შანსია იმის, რომ სერბი […]
რეალი კილიან მბაპეში 160 მილიონ ევროს გადაიხდის
მადრიდის რეალი მონაკოს ახალგაზრდა ფორვარდს კილიან მბაპეს სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაიფორმებს. რეალი ამ ტრანსფერში 160 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდი იქნება, რადგან ასეთი თანხა არცერთ ტრანსფერში არავის გადაუხდია. მბაპე რეალს სიამოვნებით შეუერთდება, რადგან მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ბავშვობიდან რეალის გულშემატკივარია და ამ გუნდში თამაშზე ოცნებობს. მონაკო მბაპეს გაშვებას არ […]
ბარსელონა კოუტინიოს არ ეშვება
ბარსელონა კვლავინდებურად დაინტერესებულია ლივერპულის ბრაზილიელი ფორვარდის კოუტინიოს შეძენით და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბარსელონას წარმომადგენლები ლივერპულში იმყოფებიან ამ საკითხთან დაკავშირებით. კოუტინიოს ტრანსფერზე ბარსელონამ რამდენჯერმე მიიღო უარი, მაგრამ ამჯერად მათ ფასი გაზარდეს და კატალონიური გუნდი მზად არის 85 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამ თანხაზე შესაძლოა ლივერპულმა უარი არ თქვას, თუმცა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ კოუტინიო მისი გუნდის ლიდერია […]










