დიეგო სიმეონემ ატლეტიკოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

დიეგო სიმეონემ ატლეტიკოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმამადრიდის ატლეტიკოს დამრიგებელმა დიეგო სიმეონემ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ის ატლეტიკოს 2021 წლის ჩათვლით უხელმძღვანელებს. ზაფხულში იყო საუბრები იმის შესახებ, რომ სიმეონეს შესაძლოა დაეტოვებინა ატლეტიკო, მაგრამ ეს საუბრები არ გამართლდა და დიეგო ისევ მადრიდულ კლუბს უხელმძღვანელებს.

სიმეონე ატლეტიკოში 2011 წლიდან მუშაობს და მისი ხელმძღვანელობით ატლეტიკომ ბევრ წარმატებას მიაღწია, განსაკუთრებით 2014 წელს, როდესაც მადრიდელები ესპანეთის ჩემპიონები გახდნენ. სიმეონესთან ერთად ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გავიდა, მაგრამ ორჯერვე დამარცხდა თანაქალაქელ მადრიდის რეალთან.