რეალი კილიან მბაპეში 160 მილიონ ევროს გადაიხდის

რეალი კილიან მბაპეში 160 მილიონ ევროს გადაიხდისმადრიდის რეალი მონაკოს ახალგაზრდა ფორვარდს კილიან მბაპეს  სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაიფორმებს. რეალი ამ ტრანსფერში 160 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდი იქნება, რადგან ასეთი თანხა არცერთ ტრანსფერში არავის გადაუხდია.

მბაპე რეალს სიამოვნებით შეუერთდება, რადგან მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ბავშვობიდან რეალის გულშემატკივარია და ამ გუნდში თამაშზე ოცნებობს. მონაკო მბაპეს გაშვებას არ აპირებდა, მაგრამ ასეთ თანხაზე ისინი ბუნებრივია უარს არ იტყვიან. კილიან მბაპე ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფორვარდად ითვლება.