კატეგორია: სპორტი

ლუკას ლეივა ლივერპულიდან მიდის

ლუკას ლეივა ლივერპულიდან მიდის

ლივერპულის ვეტერანი ფეხბურთელი ბრაზილიელი ლუკას ლეივა, რომელიც ამ გუნდში 2008 წლიდან თამაშობს, ლივერპულს დატოვებს და იტალიური ლაციოს ფეხბურთელი გახდება. ლივერპული და ლიციო უკვე შეთანხმდნენ ტრანსფერი დეტალებზე და თვითონ ლუკასმაც თანხმობა განაცხადა. ლაციო ამ ტრანსფერში 10 მილიონ ევროს გადაიხდის და ბრაზილიელი ფეხბურთელი ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ლეივას ლივერპულში დიდ პატივს სცემენ და გულშემატკივრებს ის ძალიან უყვართ, […]

აიაქსის ფეხბურთელს ტვინის მძიმე დაავადება დაუდგინეს

აიაქსის ფეხბურთელს ტვინის მძიმე დაავადება დაუდგინეს

აიქსის ახალგაზრდა ფეხბურთელს აბდელ პაკ ნურის ტვინის ძალიან მძიმე დაავადება დაუდგინდა. ის ვეღარ შეძლებს კარიერის გაგრძელებას და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პაკ ნური აიაქსის აღზრდილია და ერთ-ერთი თამაშის დროს მან გონება დაკარგა, რის შემდეგაც პაკ ნური საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც მას ტვინის თითქმის უკურნებელი დაავადება დაუდგინდა. დიდია ალბათობა იმის, რომ თუ ნური სიკვდილს გადაურჩება, ის პარალიზებული […]

ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრავმა სერიოზული გამოდგა

ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრავმა სერიოზული გამოდგა

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტომაშ ბერდიხთან მატჩის დროს ტრავმა მიიღო, რის გამოც ის იძულებული გახდა, რომ თამაში შეეწყვიტა და შესაბამისად უიმბლდონს დამშვიდობებოდა. ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ მას დიდი ხანია იდაყვის აწუხებს და ამჯერად ეს ტრავმა სერიოზულია. უფრო მეტიც ნოვაკმა განაცხადა, რომ მან შესაძლოა 6 თვე გამოტოვოს, რადგან ეს პრობლემა ბოლომდე მოგვარდეს და მომავალში ტრავმებმა ის აღარ […]

მილანი ლეონარდო ბონუჩის ყიდვას შეეცდება

მილანი ლეონარდო ბონუჩის ყიდვას შეეცდება

მილანი ტურინის იუვენტუსის ცენტრალური მცველი ლეონარდო ბონუჩის შეძენას შეეცდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბონუჩის წელიწადში 7 მილიონი ევრო შესთავაზეს ანაზღაურება, რაზეც ბონუჩი დათანხმდა და ახლა ჯერი გუნდებზეა. იუვენტუსი თავის ერთ-ერთ წამყვან მცველს იოლად არ დათმობს და მასში სავარაუდოდ დიდ თანხას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, მილანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ბონუჩის შეძენა და ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. მილანს ახალი ჩინელი […]

დორტმუნდის ბორუსია ოლივიე ჟირუთი დაინტერესდა

დორტმუნდის ბორუსია ოლივიე ჟირუთი დაინტერესდა

დორტმუნდის ბორუსია პიერ ემერიკ ობამეანგის წასვლის შემთხვევაში, არსენალის ფორვარდის ოლივიე ჟირუს შეძენას შეეცდება, რომელიც არსენალიდან წასვლას არ გამორიცხავს. დორტმუნდელები ჟირუს შეძენას ადრეც ცდილობდნენ, მაგრამ მაშინ ოლივიემ ისინი უარით გაისტუმრა, ამჟამად კი ყველაფერი სხვაგვარად არის და ჟირუს ტრანსფერი რეალურია. ჟირუ არსენალში 2012 წლიდან თამაშობს და სტაბილურობით არ გამოირჩევა, ამიტომ ბოლო სეზონში მან ძირითად შემადგენლობაში ადგილიც დაკარგა.

ლივერპული მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდით დაინტერესდა

ლივერპული მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდით დაინტერესდა

ლივერპული მადრიდის ატლეტიკოს არგენტინელი ფორვარდით ანხელ კორეათი დაინტერესდა, რომელიც ერთ-ერთ პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება ესპანეთში. კორეა ჯერ მხოლოდ 22 წლის არის და ის ატლეტიკოში არგენტინული გრანდიდან რივერ პლეიტიდან გადავიდა. კორეას ტრანსფერში ლივერპული მზად არის 30 მილიონზე მეტი გადაიხადოს, მაგრამ ჯერჯერობით ატლეტიკო თავისი ახალგაზრდა თავდამსხმელის გაყიდვას არ აპირებს. კორეას გარდა ლივერპული კიდევ რამდენიმე ფეხბურთელით არის დაინტერესებული, თუმცა […]

ჩელსი ობამეანგში 70 მილიონ ფუნტს იხდის

ჩელსი ობამეანგში 70 მილიონ ფუნტს იხდის

ლონდონის ჩელსი ბორუსიას ფორვარდში პერ ემერიკ ობამეანგში 70 მილიონ ფუნტი სტერლინგს იხდის. ამაზე ინფორმაცია ინგლისურ პრესაში ვრცელდება. ჩელსის ფორვარდის შეძენა სურს, მაგრამ ჯერჯერობით მათ ეს არ გაუკეთებიათ. უფრო მეტიც ჩელსიმ ხელიდან გაუშვა ალვარო მორატა და რომელუ ლუკაკუ, რომელთა შეძენასაც ლონდონელები ცდილობდნენ. ობამეანგის ყიდვა ბევრ კლუბს სურს, მაგრამ დორტმუნდელები მას ადვილად ნამდვილად არ დათმობენ. თვითონ ობემეანგმა […]

რობინ ვან პერსი შესაძლოა ისევ პრემიერ ლიგაში ვიხილოთ

რობინ ვან პერსი შესაძლოა ისევ პრემიერ ლიგაში ვიხილოთ

რობინ ვან პერსი, რომელიც ამჟამად თურქულ ფენერბახჩეში თამაშობს, შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს. ვან პერსი წლების მანძილზე არსენალის ღირსებას იცავდა და ამ გუნდში მას უამრავი გოლი აქვს გატანილი. ვან პერსის არსენალის ფანები დღემდე აღმერთებენ, მაგრამ ვან პერსის მომავალი ინგლისური გუნდი სავარაუდოდ კრისტალ პალასი იქნება, რომელიც სერიოზულად არის დაინტერესებული ჰოლანდიელი ფორვარდის შეძენით. კრისტალ პალასის გარდა, ვან […]

გიორგი მაკარიძე შესაძლოა დეპორტივოს მეკარე გახდეს

გიორგი მაკარიძე შესაძლოა დეპორტივოს მეკარე გახდეს

საქართველოს ნაკრების და პორტუგალიური მორიერენსეს მეკარე გიორგი მაკარიძე, შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატის გუნდ დეპორტივოში გადავიდეს სათამაშოდ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დეპორტივო სერიოზულად არის დაინტერესებული ამ ტრანსფერით და უახლოეს მომავალში მოლაპარაკებებიც დაიწყება, როგორც გუნდთან, ასევე ფეხბურთელთან. მაკარიძემ გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა, რის გამოც მან პორტუგალიური გრანდის ბენფიკას ყურადღებაც დაიმსახურა, თუმცა ეს ტრანსფერი არ შედგა.

რაფაელ ნადალმა უიმბლდონზე მარცხი განიცადა

რაფაელ ნადალმა უიმბლდონზე მარცხი განიცადა

მსოფლიოს მეორე ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალი უიმბლდონს დაემშვიდობა. ნადალმა მარცხი ლუქსემბურგელ ჟილ მიულერთან განიცადა, რომელიც ბალახზე საკმაოდ უხერხულ მეტოქედ ითვლება. შეხვედრა 5 სეტიანი გამოდგა და მეხუთე მიულერმა 15:13 მოიგო. რაფას უჭირდა მიულერის ძლიერ მოწოდებებთან გამკლავება და ესპანელი მისთვის უჩვეულოდ ბევრ შეცდომას უშვებდა უკანა ხაზზე გათამაშებების დროს. მიუხედავად ამისა, ნადალმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა. […]