დორტმუნდის ბორუსია ოლივიე ჟირუთი დაინტერესდა

დორტმუნდის ბორუსია ოლივიე ჟირუთი დაინტერესდადორტმუნდის ბორუსია პიერ ემერიკ ობამეანგის წასვლის შემთხვევაში, არსენალის ფორვარდის ოლივიე ჟირუს შეძენას შეეცდება, რომელიც არსენალიდან წასვლას არ გამორიცხავს.

დორტმუნდელები ჟირუს შეძენას ადრეც ცდილობდნენ, მაგრამ მაშინ ოლივიემ ისინი უარით გაისტუმრა, ამჟამად კი ყველაფერი სხვაგვარად არის და ჟირუს ტრანსფერი რეალურია.

ჟირუ არსენალში 2012 წლიდან თამაშობს და სტაბილურობით არ გამოირჩევა, ამიტომ ბოლო სეზონში მან ძირითად შემადგენლობაში ადგილიც დაკარგა.