რაფაელ ნადალმა უიმბლდონზე მარცხი განიცადა

რაფაელ ნადალმა უიმბლდონზე მარცხი განიცადამსოფლიოს მეორე ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალი უიმბლდონს დაემშვიდობა. ნადალმა მარცხი ლუქსემბურგელ ჟილ მიულერთან განიცადა, რომელიც ბალახზე საკმაოდ უხერხულ მეტოქედ ითვლება. შეხვედრა 5 სეტიანი გამოდგა და მეხუთე მიულერმა 15:13 მოიგო.

რაფას უჭირდა მიულერის ძლიერ მოწოდებებთან გამკლავება და ესპანელი მისთვის უჩვეულოდ ბევრ შეცდომას უშვებდა უკანა ხაზზე გათამაშებების დროს. მიუხედავად ამისა, ნადალმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა.

მიულერი მეოთხედფინალში მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდება და თუ მიულერის კარგ ფორმას გავითვალისწინებთ, მას უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლაც შეუძლია.