კატეგორია: სპორტი

ანტუან გრიზმანმა ატლეტიკოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ანტუან გრიზმანმა ატლეტიკოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მადრიდის ატლეტიკოს ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ის ატლეტიკოში 2022 წლის ჩათვლით ითამაშებს. ამ ნაბიჯით გრიზმანმა საბოლოოდ წერტილი დაუსვა იმ ჭორებს, რომ ის მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებდა კარიერას. გრიზმანმა განაცხადა, რომ ის ძალიან ბედნიერია იმით, რომ ატლეტიკოს სურს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ გუნდის გულშემატკივრებს უამრავი […]

კრიშტიანო რონალდუ ესპანეთის პროკურატურამ დამნაშავედ ცნო

კრიშტიანო რონალდუ ესპანეთის პროკურატურამ დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პროკურატურამ პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ გადასახადების დამალვაში დამნაშავედ ცნო და რონალდუს ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება, თუმცა სავარაუდოდ პორტუგალიელი ციხეში ჩაჯდომას თავიდან აიცილებს. პროკურატურა რონალდუს 2011—2014 წლებში 14 მილიონი ევროს დამალვას ედავება, რომელიც კრიშტიანომ სხვადასხვა მაქინაციების წყალობით არ გადაიხადა. ჯერჯერობით, თვითონ რონალდუს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის პროკურატურამ ლიონელ მესიც დამნაშავედ ცნო […]

ზაზა ფაჩულია ნბა-ს ჩემპიონი გახდა

ზაზა ფაჩულია ნბა-ს ჩემპიონი გახდა

ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონი გახდა. ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „გოლდენ სტეიტმა“, ოკლენდში გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში „კლივლენდ კავალიერსი“ ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა. საქართველოს ეროვნული […]

მოფარიკავე თეოდორა კახიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

მოფარიკავე თეოდორა კახიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

მოფარიკავე თეოდორა კახიანი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი აიღო. მან ფინალში იტალიელი როზელა გრეგორიო 15:8 დაამარცხა, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. კახიანი მე-4 წელიწადია, ამერიკაში იმყოფება – პენს სტეიტის (ფილადელფიის შტატი) უნივერსიტეტში სწავლობს და ფარიკაობაშიც იქვე იმაღლებს ოსტატობას. იგი ხმალში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორია. უნივერსიტეტის სახელით არაერთხელ იასპარეზა როგორც შტატის, ისე აშშ-ის სტუდენტურ შეჯიბრებებში. […]

ლევან მჭედლიძეს ბოლონია ეპატიჟება

ლევან მჭედლიძეს ბოლონია ეპატიჟება

საქართველოს ნაკრების და იტალიური ემპოლის ფორვარდს ლევან მჭედლიძეს ბოლონია ეპატიჟება. შეგახსენებთ, რომ ემპოლი სერია ბ-ში გავარდა და იქ თამაში მჭედლიძეს არ სურს, ამიტომ რეალურია, რომ მან ბოლონიას შეთავაზება მიიღოს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხის გადახდას აპირებს ბოლონია და დეტალები სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მჭედლიძემ გასულ სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლის გატანა შეძლო, […]

მარკო როისი 5 თვეზე მეტს გამოტოვებს

მარკო როისი 5 თვეზე მეტს გამოტოვებს

დორტმუნდის ბორუსიის ფორვარდი მარკო როისი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იუქმებს. როისმა ტრავმა სეზონის ბოლოს მიიღო და ოპერაციაც გაიკეთა, რომლის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ მას საკმაოდ დიდხანს მოუწევს სარეაბილიტაციო კურსის გავლა, ამიტომ როისი სავარაუდოდ ოქტომბერში, ან ნოემბერში დაუბრუნდება მოედანს. აღსანიშნავია, რომ როისი საკმაოდ ხშირად იღებს ტრავმებს და სწორედ ტრავმების გამო მან გამოტოვა ბევრი მნიშვნელოვანი ტურნირი, მათ შორის […]

დონარუმა მილანის დატოვებას არ აპირებს

დონარუმა მილანის დატოვებას არ აპირებს

მილანის ახალგაზრდა მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ განაცხადა, რომ ის მილანის დატოვებას არ აპირებს და უახლოეს მომავალში თავის გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. დონარუმა ამჟამად მხოლოდ 18 წლის არის და მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მისი შეძენა უკვე ბევრ კლუბს სურს, მათ შორის ევროპული ფეხბურთის გრანდებსაც, მაგრამ როგორც ჩანს დონარუმა, თავისი მშობლიური მილანის დატოვებას არ აპირებს. აღსანიშნავია ისიც, […]

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან ფრე ითამაშა

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან ფრე ითამაშა

საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში სტუმრად მოლდოვასთან შეხვედრა გამართა, რომელიც ფრედ 2:2 დამთავრდა. პირველი ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა მოლდოველებმა საქართველოს ნაკრების დაცვის უყურადღებობით ისარგებლეს და ორი გოლი გაიტანეს. მეორე ტაიმში ქართველები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მათ აქტიურობას მერებაშვილის და ყაზაიშვილის გოლები მოჰყვა. მას შემდეგ ანგარიში თანაბარი გახდა, საქართველოს ნაკრებმა შეტევები გააგრძელა და გიორგი არაბიძეს შეეძლო გამარჯვების […]

იკერ კასილასი შესაძლოა სევილიაში ვიხილოთ

იკერ კასილასი შესაძლოა სევილიაში ვიხილოთ

იკერ კასილასი შესაძლოა მომავალ სეზონში ესპანურ სევილიაში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კასილასი სავარაუდოდ პორტოს დატოვებს და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს. იყო საუბრები ლივერპულზეც, მაგრამ იკერს სამშობლოში სურს დაბრუნება, ამიტომ სევილია უფრო რეალური ვარიანტია. შეგახსენებთ, რომ კასილასი წლების მანძილზე მადრიდის რეალის მეკარე იყო და ამ გუნდთან ერთად მან უამრავი ტიტული მოიგო. 2015 წელს იკერმა რეალი დატოვა […]

ჯანო ანანიძე მოლდოვასთან არ ითამაშებს

ჯანო ანანიძე მოლდოვასთან არ ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ჯანო ანანიძე მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა გააკეთა. ანანიძეს ტრავმა აწუხებს, თუმცა ნაკრების შეკრებაზე ის მაინც ჩამოვიდა და რამდენიმე ვარჯიშიც ჩაატარა, სადაც მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ის მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებდა. ჯანოს არყოფნა უდაოდ დიდი დანაკლისია, რადგან ის ნახევარდაცვის […]