იკერ კასილასი შესაძლოა სევილიაში ვიხილოთ

იკერ კასილასი შესაძლოა სევილიაში ვიხილოთიკერ კასილასი შესაძლოა მომავალ სეზონში ესპანურ სევილიაში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კასილასი სავარაუდოდ პორტოს დატოვებს და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.

იყო საუბრები ლივერპულზეც, მაგრამ იკერს სამშობლოში სურს დაბრუნება, ამიტომ სევილია უფრო რეალური ვარიანტია. შეგახსენებთ, რომ კასილასი წლების მანძილზე მადრიდის რეალის მეკარე იყო და ამ გუნდთან ერთად მან უამრავი ტიტული მოიგო. 2015 წელს იკერმა რეალი დატოვა და სათამაშოდ პორტოში გადავიდა.

ამჟამად კასილასი 36 წლის არის და ის ჯერჯერობით საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ აპირებს.