დონარუმა მილანის დატოვებას არ აპირებს

დონარუმა მილანის დატოვებას არ აპირებსმილანის ახალგაზრდა მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ განაცხადა, რომ ის მილანის დატოვებას არ აპირებს და უახლოეს მომავალში თავის გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. დონარუმა ამჟამად მხოლოდ 18 წლის არის და მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

მისი შეძენა უკვე ბევრ კლუბს სურს, მათ შორის ევროპული ფეხბურთის გრანდებსაც, მაგრამ როგორც ჩანს დონარუმა, თავისი მშობლიური მილანის დატოვებას არ აპირებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დონარუმას შეძენის მსურველებს, მინიმუმ 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, რადგან ამაზე ნაკლებად მილანი თავის ახალგაზრდა მეკარეს არ დათმობს.