კატეგორია: სპორტი

ბასილაშვილმა როლან გაროსი მოგებით დაიწყო

ბასილაშვილმა როლან გაროსი მოგებით დაიწყო

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობის პირველ წრეში ფრანგი ჟილ სიმონი დაამარცხა 4 სეტში ანგარიშით 1:6, 6:2, 6:4, 6:1. ცუდად ჩატარებული პირველი სეტის შემდეგ ნიკა სრულიად აკონტროლებდა მატჩის სადავეებს და საბოლოოდ მან შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. ბასილაშვილი შემდეგ შეხვედრას ოთხშაბათს, 31 მაისს ჩაატარებს და მისი მეტოქე ვიქტორ ტროიცკი იქნება, რომელიც ამჟამად რეიტინგში 35-ე პოზიციას […]

ბარსელონამ ესპანეთის თასი მოიგო

ბარსელონამ ესპანეთის თასი მოიგო

ბარსელონამ ესპანეთის თასის ფინალში ალავესი დაამარცხა 3:1 და ესპანეთის თასი 29–ედ მოიგო. ბარსელონასთვის არცთუ წარმატებული სეზონის შემდეგ თასის მოგება ერთგვარი შვებაა, თუმცა კატალონიელებმა ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულები სხვა გუნდებს დაუთმეს. ალავესთან შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში უკვე 3:1 იყო და მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. ბარსელონას შემადგენლობაში გოლები მესიმ, ნეიმარმა და პაკო ალკასერმა გაიტანეს. ეს მატჩი […]

ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრების მწვრთნელი გახდება

ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრების მწვრთნელი გახდება

სევილიას აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი რამდენიმე დღეში არგენტინის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში. ეს ინფორმაცია თვითონ სამპაოლიმ დაადასტურა. სამპაოლიმ სევილიასთან ერთად წელს ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა და ის არგენტინაში საკმაოდ წარმატებულ მწვრთნელად ითვლება. სამპაოლი სევილიამდე ჩილეს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, რომელსაც 2015 წელს კოპა ამერიკა მოაგებინა. არგენტინის ნაკრების ბოლო თავკაცი ტატა მარტინო იყო, რომელიც […]

ფრანჩესკო ტოტი კვირას უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს კარიერაში

ფრანჩესკო ტოტი კვირას უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს კარიერაში

რომას ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი კვირას თავის კარიერაში უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს. ეს შეხვედრა რომში გაიმართება და რომას მეტოქე ჯენოა იქნება. სავარაუდოდ ამ შეხვედრაში ტოტი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდება, რადგან მან თავისი ტვიტერის გვერდზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის ფეხბურთიდან მიდის. ”რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, რასაც ვგრძნობ. ფეხბურთის მიმართ სიყვარული არასოდეს გამინელდება. ორშაბათიდან ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება”– განაცხადა […]

ბასილაშვილმა ნახევარფინალში ცონგასთან წააგო

ბასილაშვილმა ნახევარფინალში ცონგასთან წააგო

როგორც მოგეხსენებათ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონში ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც მისი მეტოქე ცნობილი ფრანგი ჩოგბურთელი ჟო ვილფრედ ცონგა იყო. ბასილაშვილმა თავის მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა, თუმცა ერთი სეტის მოგება შეძლო და საბოლოოდ სამ სეტში დამარცხდა ანგარიშით 2:6, 6:3, 1:6. ბასილაშვილისთვის ლიონში ჩატარებული ტურნირი მაინც წარმატებული გამოდგა, რადგან მან 60 სარეიტინგო ქულა მიიღო, რაც მას მსოფლიო რეიტინგში ძალიან დაეხმარება. […]

ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონის ტურნირზე კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად ნიკამ მეოთხედფინალში არგენტინელი ნიკოლას კიკერი დაამარცხა და ეს ძალიან ადვილად, ორ სეტში გააკეთა, ანგარიშით 6:3, 6:1. ბასილაშვილი ლიონში ძალიან კარგად თამაშობს და ამ ტურნირის შემდეგ ის მსოფლიო რეიტინგში საგრძნობლად აიწევს მაღლა. ამჟამად ბასილაშვილი 71-ე პოზიციას იკავებს. გარდა ამისა, ნიკას აქვს შანსი, რომ გახდეს პირველი […]

ლუის სუარესმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო

ლუის სუარესმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო

ბარსელონას ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც მას დაახლოებით 2 კვირა მოუწევს ფეხბურთისგან დასვენება. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის თასის ფინალს, რომელიც 27 მაისს გაიმართება ლუის სუარესი ისედაც გამოტოვებდა, რადგან მას დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ამრიგად სუარესისთვის სეზონი დასრულდა, ხოლო ბარსელონას კი ერთი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი თასის ფინალში ალავესთან. ბარსელონა ამ მატჩის უდაო ფავორიტად ითვლება. […]

კრიშტიანო რონალდუ კონფედერაციის თასზე ითამაშებს

კრიშტიანო რონალდუ კონფედერაციის თასზე ითამაშებს

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რენატუ სანჩესმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც კონფედერაციის თასზე ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მოხვდა პორტუგალიელების მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ, რომელიც როგორც ჩანს ამ ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს. რონალდუს თამაში უდაოდ სასიხარულოა ტურნირის ორგანიზატორებისთვის, რადგან გერმანიის ნაკრებმა ბევრი ლიდერი დაასვენა და ისინი კონფედერაციის თასზე არ იქნებიან. კონფედერაციის თასი რუსეთში ჩატარდება და ის სტარტს […]

ბარსელონა ერნესტო ვალვერდეს 29 მაისს წარადგენს

ბარსელონა ერნესტო ვალვერდეს 29 მაისს წარადგენს

ესპანურ პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ბარსელონას ახალი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე იქნება, რომელიც ამჟამად ბილბაოს ატლეტიკს უდგას სათავეში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვალვერდეს ბარსელონა ოფიციალურად 29 მაისს წარადგენს, მანამდე კი 27 მაისს ლუის ენრიკე კატალონიურ გუნდში ბოლო შეხვედრას გამართავს ესპანეთის თასის ფინალში ალავესის წინააღმდეგ. ვალვერდე ესპანეთში პატივისცემით სარგებლობს, თუმცა ბარსელონას დონის გუნდში მას არასოდეს უმუშავია, […]

მილანი ალვარო მორატაში 60 მილიონს იხდის

მილანი ალვარო მორატაში 60 მილიონს იხდის

იტალიური მილანი მადრიდის რეალის ფორვარდის ალვარო მორატას ტრანსფერში 60 მილიონ ევროს იხდის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მილანი მზად არის რეალს ეს თანხა გადაუხადოს, რადგან მორატა მილანის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იქნება. რეალში ალვარო მორატას საკმაოდ მცირე სათამაშო დრო აქვს, ამიტომ არ არის გამორიცხული მან ამის გამო სამეფო გუნდი დატოვოს და კარიერა იტალიაში გააგრძელოს, სადაც ის ერთხელ უკვე […]