ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრების მწვრთნელი გახდება

ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრების მწვრთნელი გახდებასევილიას აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი რამდენიმე დღეში არგენტინის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში. ეს ინფორმაცია თვითონ სამპაოლიმ დაადასტურა.

სამპაოლიმ სევილიასთან ერთად წელს ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა და ის არგენტინაში საკმაოდ წარმატებულ მწვრთნელად ითვლება. სამპაოლი სევილიამდე ჩილეს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, რომელსაც 2015 წელს კოპა ამერიკა მოაგებინა.

არგენტინის ნაკრების ბოლო თავკაცი ტატა მარტინო იყო, რომელიც რამდენიმე თვის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაანთავისუფლეს.