ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონის ტურნირზე კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.

ამჯერად ნიკამ მეოთხედფინალში არგენტინელი ნიკოლას კიკერი დაამარცხა და ეს ძალიან ადვილად, ორ სეტში გააკეთა, ანგარიშით 6:3, 6:1. ბასილაშვილი ლიონში ძალიან კარგად თამაშობს და ამ ტურნირის შემდეგ ის მსოფლიო რეიტინგში საგრძნობლად აიწევს მაღლა.

ამჟამად ბასილაშვილი 71-ე პოზიციას იკავებს. გარდა ამისა, ნიკას აქვს შანსი, რომ გახდეს პირველი ქართველი  ჩოგბურთელი, რომელიც ATP-ტურნირს მოიგებს.