კატეგორია: სპორტი

ფაბრეგასის ტრანსფერი მილანში თითქმის გადაწყვეტილია

ფაბრეგასის ტრანსფერი მილანში თითქმის გადაწყვეტილია

ჩელსის ესპანელი ნახევარმცველის სესკ ფაბრეგასის ტრანსფერი იტალიურ მილანში თითქმის გადაწყვეტილია. მილანს ახალი მფლობელები ჰყავს, რომლებსაც ზაფხულში სერიოზული გეგმები აქვთ და ფაბრეგასის ყიდვა, მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ფაბრეგასი ჩელსიში არ სარგებლობს მწვრთნელის ნდობით, თუმცა ის საკმაოდ ხშირად გამოდის ცვლილებებზე და ბოლო შეხვედრაში ევერტონთან გოლიც გაიტანა. მიუხედავად ამისა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფაბრეგასი ჩელსის დატოვებას აპირებს და მილანი […]

ხავი: ”კრიშტიანო რონალდუს ერთადერთი პრობლემა მესის არსებობაა”

ხავი: ”კრიშტიანო რონალდუს ერთადერთი პრობლემა მესის არსებობაა”

ბარსელონას ლეგენდამ ხავიმ, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთში თამაშობს, კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა და თქვა, რომ რონალდუს ერთადერთი პრობლემა მესის არსებობაა, სხვა შემთხვევაში კი ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა: ”კრიშტიანო რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია და ის ფეხბურთის ისტორიაში შევა. მისი ერთადერთი პრობლემა ლიონელ მესის არსებობაა, რადგან, სანამ მესი ითამაშებს, ის ყოველთვის საუკეთესო იქნება. რონალდუს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ […]

ზლატანი მოედანზე 8 თვის შემდეგ დაბრუნდება

ზლატანი მოედანზე 8 თვის შემდეგ დაბრუნდება

მანჩესტერ იუნაიტედის შვედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოედანზე 8 თვის შემდეგ დაბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იბრას მომავალი სეზონის ნაწილიც გაუცდება. ზლატანმა მუხლის ტრავმა ანდერლეხტთან შეხვედრაში მიიღო და ოპერაციაც გაიკეთა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ მას სარებილიტაციო კურსი დასჭირდება, რომელიც მინიმუმ 8 თვეს გასტანს. აღსანიშნავია, რომ ზლატანს ზაფხულში მანჩესტერთან კონტრაქტი უმთავრდება და შესაძლოა ის გუნდის გარეშეც […]

იანიკ ფერეირა კარასკო მადრიდის რეალთან ითამაშებს

იანიკ ფერეირა კარასკო მადრიდის რეალთან ითამაშებს

სამშაბათს, 2 მაისს ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს რეალი და ატლეტიკო დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე შედგება და ცნობილი გახდა, რომ ატლეტიკოს ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი იანიკ ფერეირა კარასკო ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს. კარასკოს ტრავმა აწუხებდა, რის გამოც მას ორ კვირაზე მეტი გაუცდა, თუმცა ეხლა ცნობილი გახდა, რომ კარასკო ბოლომდე გამოჯანმრთელდა და […]

ჟოზე მოურინიომ თავისი ფეხბურთელები ისევ გააკრიტიკა

ჟოზე მოურინიომ თავისი ფეხბურთელები ისევ გააკრიტიკა

მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ბოლო პერიოდში თავის ფეხბურთელებს ხშირად აკრიტიკებს. პორტუგალიელ მწვრთნელს ამის მიზეზიც აქვს, რადგან მანჩესტერი ვერ აჩვენებს იმ შედეგებს, რასაც მისგან ითხოვს გულშემატკივარი. ამჯერად მოურინიოს შეგირდებმა საკუთარ მოედანზე სუონსის დამარცხება ვერ მოახერხეს და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ძალიან გაირთულეს. მოურინიომ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა მისი გუნდისთვის ტრავმებია და ფეხბურთელები ტუალეტში შესვლასაც […]

ფილიპ კოკუ შესაძლოა ბარსელონას მწვრთნელი გახდეს

ფილიპ კოკუ შესაძლოა ბარსელონას მწვრთნელი გახდეს

ყველასთვის ცნობილია, რომ მომავალ წელს ბარსელონას ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, რადგან ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ბარსელონაში მუშაობას აღარ აპირებს. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს ლუის ენრიკეს ადგილს და ბარსელონა რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს. ერთ-ერთი მათგანი გოლანდიელი სპეციალისტი ფილიპ კოკუა, რომელიც ამჟამად პსვ-ს მთავარი მწვრთნელია. კოკუ ბარსელონაში 6 წლის მანძილზე თამაშობდა და კატალონიური გუნდის მაისურით მან 291 […]

ქუთაისში ტორპედო–დინამოს მატჩზე შიშველი კაცი შევარდა

ქუთაისში ტორპედო–დინამოს მატჩზე შიშველი კაცი შევარდა

საქართველოს 29-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის პირველი ეტაპის შეხვედრების ფარგლებში, “ტორპედო”-მ მეტოქე თბილისის „დინამო“ ქუთაისში, საკუთარ მოედანზე მიიღო და 0:2 დამარცხდა. „ტოპედომ“ დინამოს კარის აღება ვერ შეძლო, მაგრამ ეს გულანთებულმა გულშემატკივარმა გააკეთა, რომელიც შიშველი შევარდა „დინამოს“ კარში. შიშველ გულშემატკივარს მოედანი საპატრულო პოლიციამ დაატოვებინა, თუმცა ვიდრე მოედნიდან გავიდოდა, “ტორპედო”-ს გულშემატკივარმა სტუმრების მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზა გააჟღერა. pia.ge

რომაული დერბი ლაციოს გამარჯვებით დასრულდა

რომაული დერბი ლაციოს გამარჯვებით დასრულდა

რომას და ლაციოს დაპირისპირება იტალიაში ერთ–ერთი ყველაზე პრინციპული და საინტერესოა. ამჯერად ამ ორი გუნდის შეხვედრა ლაციოს გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მატჩი ძალიან სანახაობრივი იყო და მაყურებელს მოწყენის საშუალებას არ აძლევდა. დუბლი შეასრულა ლაციოს სენეგალელმა ფორვარდმა კეიტა ბალდემ, რომელიც ლაციოს საუკეთესო ბომბარდირია. გარდა ამისა, ეს მატჩი სავარაუდოდ ბოლო რომაული დერბი იყო ფრანჩესკო ტოტისთვის, რომელიც სეზონის ბოლოს კარიერის […]

არგენტინის ნაკრების მწვრთნელი სავარაუდოდ ხორხე სამპაოლი გახდება

არგენტინის ნაკრების მწვრთნელი სავარაუდოდ ხორხე სამპაოლი გახდება

არგენტინის ნაკრები ამჟამად მწვრთნელის გარეშეა, თუმცა უახლოეს მომავალში ეს შეიცვლება, რადგან მაისის ბოლოდან ნაკრების მწვრთნელი ხორხე სამპაოლი გახდება. სამპაოლი ამჟამად სევილიას თავკაცია და სეზონის ბოლომდე ასე იქნება, ხოლო მაისის ბოლოდან კი სამპაოლი არგენტინის ნაკრებში დაიწყებს მუშაობას. სამპაოლის ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ არგენტინის საფეხბურთო ფედერაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. სამპაოლი არგენტინელია, თუმცა თავისი […]

დე ხეას რეალში თამაში სურს

დე ხეას რეალში თამაში სურს

მანჩესტერ იუნაიტედის მეკარე დავიდ დე ხეა მომავალ სეზონში სავარაუდოდ მადრიდის რეალის გოლკიპერი გახდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დე ხეამ თავისი რეალში გადასვლის სურვილის შესახებ უკვე განუცხადა მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობას. მიუხედავად ამისა, მანჩესტერი დე ხეას ადვილად დათმობას არ აპირებს და მის ტრანსფერში 75 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო რეალს კი მხოლოდ 60 მილიონის გადახდა სურს. ამის გამო, არ […]