რომაული დერბი ლაციოს გამარჯვებით დასრულდა

რომაული დერბი ლაციოს გამარჯვებით დასრულდა

რომას და ლაციოს დაპირისპირება იტალიაში ერთ–ერთი ყველაზე პრინციპული და საინტერესოა. ამჯერად ამ ორი გუნდის შეხვედრა ლაციოს გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

მატჩი ძალიან სანახაობრივი იყო და მაყურებელს მოწყენის საშუალებას არ აძლევდა. დუბლი შეასრულა ლაციოს სენეგალელმა ფორვარდმა კეიტა ბალდემ, რომელიც ლაციოს საუკეთესო ბომბარდირია.

გარდა ამისა, ეს მატჩი სავარაუდოდ ბოლო რომაული დერბი იყო ფრანჩესკო ტოტისთვის, რომელიც სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებს.

ტოტი მოედანზე 72–ე წუთზე გამოვიდა, მაგრამ მისმა შემოსვლამ რომა წაგებისგან ვერ გადაარჩინა.