არგენტინის ნაკრების მწვრთნელი სავარაუდოდ ხორხე სამპაოლი გახდება

არგენტინის ნაკრების მწვრთნელი სავარაუდოდ ხორხე სამპაოლი გახდებაარგენტინის ნაკრები ამჟამად მწვრთნელის გარეშეა, თუმცა უახლოეს მომავალში ეს შეიცვლება, რადგან მაისის ბოლოდან ნაკრების მწვრთნელი ხორხე სამპაოლი გახდება.

სამპაოლი ამჟამად სევილიას თავკაცია და სეზონის ბოლომდე ასე იქნება, ხოლო მაისის ბოლოდან კი სამპაოლი არგენტინის ნაკრებში დაიწყებს მუშაობას.

სამპაოლის ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ არგენტინის საფეხბურთო ფედერაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

სამპაოლი არგენტინელია, თუმცა თავისი ქვეყნის ნაკრებში მას არასოდეს უმუშავია. 2015 წელს ჩილეს ნაკრებთან ერთად სამპაოლიმ კოპა ამერიკის ფინალში სწორედ არგენტინა დაამარცხა.