პსჟ-ს ნახევარმცველი ბლეზ მატიუდი სავარაუდოდ წლევანდელ ზაფხულში პარიზულ გუნდს დატოვებს, რადგან მას ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს. საქმე იმაშია, რომ მატიუდის ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, რომელშიც მისი ხელფასი შემცირებული იყო და ამან ფეხბურთელი ძალიან გააბრაზა. მატიუდის რამდენიმე ვარიანტი აქვს, აქედან ყველაზე რეალური მანჩესტერ იუნაიტედია, რომელიც მზად არის მის ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადოს. მატიუდის მიმართ ინტერესს სხვა ევროპული გრანდებიც […]
კატეგორია: სპორტი
დანი ალვესმა ბარსელონასთან მატჩზე ისაუბრა
ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა დანი ალვესმა, რომელიც ამჟამად იუვენტუსის ღირსებას იცავს განაცხადა, რომ მისთვის რთული იყო ყოფილი თანაგუნდელების წინაშე თამაში. ალვესის თქმით ის ყოველთვის მადლიერი იქნები იმით, რაც მას ბარსელონამ გაუკეთა, ხოლო ნოუ კამპი კი კვლავ მისი საყვარელი სტადიონია. გარდა ამისა, დანიმ აღნიშნა, რომ იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა დაიმსახურა და იმედი გამოთქვა, რომ იუვენტუსი ამ […]
ლუის ენრიკემ იუვენტუსს ნახევარფინალში გასვლა მიულოცა
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იუვენტუსთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ტურინულმა გუნდმა დაიმსახურა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა: “ვფიქრობ ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი გოლების გატანა იყო, რისი გაკეთებაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. იუვენტუსმა ძალიან გამართული და პრაგმატული ფეხბურთი გვიჩვენა და ვფიქრობ რომ მათ ეს წარმატება დაიმსახურეს”. ბარსელონას და იუვენტუსის შეხვედრა 0:0 დასრულდა და იუვენტუსი ჩემპიონთა […]
დიეგო სიმეონე ჩემპიონთა ლიგის მოგებას გეგმავს
მადრიდის ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებას გეგმავს. ამის შესახებ მან ლესტერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. სიმეონეს თქმით მისი გუნდი შეეცდება, რომ წარსულის შეცდომები არ გაიმეოროს და ამჯერად გადამწყვეტი შეხვედრები უფრო მეტი ყურადღებით ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ ატლეტიკო ბოლო ორი წლის მანძილზე ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ორივეჯერ მადრიდის […]
მანუელ ნოიერისთვის სეზონი დასრულებულია
მიუნხენის ბაიერნის მეკარესთვის მანუელ ნოიერისთვის სეზონი დასრულებულია, რადგან რეალთან შეხვედრაში მან ტრავმა მიიღო, რომლის გამოც ის ორ თვეს გამოტოვებს. ნოიერმა ტრავმა სავარაუდოდ იმ ეპიზოდში მიიღო, როდესაც რეალმა მესამე გოლი გაიტანა, თუმცა სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ნოიერმა შესაძლოა კონფედერაციის თასიც გამოტოვოს, რომელიც ივნისში გაიმართება, ასე რომ გერმანიის ნაკრების მწვრთნელს იოჰაიმ ლიოვს ახალი გოლკიპერის მოძებნა […]
ლივერპული ჯო ჰარტს არ ეშვება
ლივერპულს ზაფხულში სავარაუდოდ ახალ მეკარეს შეიძენს, რადგან იურგენ კლოპი თავისი გოლკიპერების თამაშით უკმაყოფილოა. ლივერპულის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ტორინოს ინგლისელი მეკარე ჯო ჰარტია. ჰარტზე უფლებები მანჩესტერ სიტის ეკუთვნის, თუმცა როგორც ჰარტმა თვითონ განაცხადა, ის ამ კლუბში მანამდე არ დაბრუნდება, სანამ იქ ხოსეპ გვარდიოლა იმუშავებს. ლივერპულზე ჰარტს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა თუ ლივერპული ჩემპიონთა ლიგაში გავიდა, […]
კარლო ანჩელოტიმ რეალთან წაგება მსაჯებს დააბრალა
მიუნხენის ბაიერნმა ორი მატჩის ჯამში რეალთან 3:6 წააგო და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. მეორე შეხვედრაში ბაიერნმა სტუმრად 2:1 მოიგო და საქმე დამატებით დრომდე მივიდა, სადაც უკვე რეალმა სამი უპასუხო გოლის გატანა შეძლო. შეხვედრის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არტურო ვიდალის გაძევება იყო. ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მსაჯებმა ცუდად იმსაჯეს: “ვფიქრობ მსაჯობა დაბალ დონეზე იყო. მატჩის შემდეგ ზიდანს […]
პაულო დიბალამ ტრავმა მოიშუშა და ბარსელონასთან ითამაშებს
იუვენტუსის არგენტინელმა შემტევმა პაულო დიბალამ ტრავმა მოიშუშა და ის ბარსელონას წინააღმდეგ განმეორებით შეხვედრაში ითამაშებს. ეს ინფორმაცია თვითონ დიბალამ დაადასტურა, რომელმაც თქვა, რომ ის აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას განმეორებით მატჩში. დიბალას მცირე ტრავმა აწუხებდა, რის გამოც მან იუვენტუსის რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა და ბარსელონასთან მისი თამაში საეჭვო იყო, თუმცა შიში უსაფუძვლო გამოდგა და დიბალას მოედანზე ვიხილავთ. ამ ორი […]
როჯერ ფედერერმა შესაძლოა საფრანგეთის ღია პირველობა გამოტოვოს
შვეიცარიელმა ჩოგბურთის ლეგენდამ როჯერ ფედერერმა შესაძლოა საფრანგეთის ღია პირველობა, იგივე როლან გაროსი გამოტოვოს. ამის შესახებ თვითონ ფედერერმა განაცხადა და იქვე დაამატა, რომ მას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. ფედერერი უკვე 35 წლის არის და ის სეზონის მანძილზე ძალების განაწილებას აპირებს, ამიტომ მან შესაძლოა აქცენტი უიმბლდონზე და ამერიკის ღია პირველობაზე გააკეთოს. წლევანდელი სეზონი ფედერერმა შესანიშნავად დაიწყო […]
პსჟ ალექსის სანჩესს მაცდურ წინადადებას სთავაზობს
ფრანგული პსჟ წლევანდელ ზაფხულში ფორვარდის შეძენას გეგმავს და მათი მთავარი სამიზნე არსენალის თავდამსხმელი ალექსის სანჩესი იქნება, რომელიც სავარაუდოდ არსენალს სეზონის ბოლოს დატოვებს. სანჩესის შეძენა ბევრ კლუბს სურს, მაგრამ პსჟ განსაკუთრებით აქტიურობს და პარიზული გუნდი მზად არის სანჩესს წელიწადში 12 მილიონი ევრო გადაუხადოს. ჯერჯერობით თვითონ ფეხბურთელი თავის მომავალზე განცხადებას არ აკეთებს და სავარაუდოდ ბევრი რამ ზაფხულში […]










