მანუელ ნოიერისთვის სეზონი დასრულებულია

მანუელ ნოიერისთვის სეზონი დასრულებულიამიუნხენის ბაიერნის მეკარესთვის მანუელ ნოიერისთვის სეზონი დასრულებულია, რადგან რეალთან შეხვედრაში მან ტრავმა მიიღო, რომლის გამოც ის ორ თვეს გამოტოვებს.

ნოიერმა ტრავმა სავარაუდოდ იმ ეპიზოდში მიიღო, როდესაც რეალმა მესამე გოლი გაიტანა, თუმცა სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ნოიერმა შესაძლოა კონფედერაციის თასიც გამოტოვოს, რომელიც ივნისში გაიმართება, ასე რომ გერმანიის ნაკრების მწვრთნელს იოჰაიმ ლიოვს ახალი გოლკიპერის მოძებნა მოუწევს.

ნოიერი რეალთან მატჩებამდეც ტრავმირებული იყო და შესაძლოა მას ძველი ტრავმა გაუმიზეზდა. ნოიერის მაგივრად დარჩენილ შეხვედრებში ბაიერნის კარს სვენ ულრაიხი დაიცავს.