დიეგო სიმეონე ჩემპიონთა ლიგის მოგებას გეგმავს

დიეგო სიმეონე ჩემპიონთა ლიგის მოგებას გეგმავსმადრიდის ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებას გეგმავს. ამის შესახებ მან ლესტერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

სიმეონეს თქმით მისი გუნდი შეეცდება, რომ წარსულის შეცდომები არ გაიმეოროს და ამჯერად გადამწყვეტი შეხვედრები უფრო მეტი ყურადღებით ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ ატლეტიკო ბოლო ორი წლის მანძილზე ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ორივეჯერ მადრიდის რეალთან წააგო.

არ არის გამორიცხული, რომ ეს ფინალი წელსაც განმეორდეს, რადგან ორივე გუნდი უკვე ნახევარფინალშია. სიმეონემ აღნიშნა, რომ ატლეტიკოს ნებისმიერი კლუბის დამარცხება შეუძლია.