კატეგორია: სპორტი

ბარსელონამ შესაძლოა ჟორდი ალბა ტრანსფერზე დააყენოს

ბარსელონამ შესაძლოა ჟორდი ალბა ტრანსფერზე დააყენოს

ბარსელონაში ჟორდი ალბას თამაშით უკმაყოფილოები არიან და შესაძლოა წლევანდელ ზაფხულს ალბა ტრანსფერზეც დააყენონ. ჯერჯერობით ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ ალბას ბარსელონადან წასვლის თაობაზე უკვე დიდიხანია საუბრობენ. წლევანდელ სეზონში ჟორდი ვერ აჩვენებს ისეთ სტაბილურ თამაშს, როგორც წინა წლებში, ამიტომ თუ კატალონიური გუნდი სარფიან წინადადებას მიიღებს, სავარაუდოდ ალბას ბარსელონა გაყიდის. ჟორდი ალბა ბარსელონაში 2012 წლის ზაფხულში […]

საქართველოს ნაკრებმა ჩოგბურთში ლიტვასთან წააგო

საქართველოს ნაკრებმა ჩოგბურთში ლიტვასთან წააგო

დევისის თასზე ევრო აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში ერთმანეთს საქართველოს და ლიტვის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ლიტვის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა 3–2. გადამწყვეტ მეხუთე მატჩში ერთმანეთს გიორგი ცივაძე და ლუკას მუგევიჩუსი შეხვდნენ. მუგევიჩუსი ცივაძეზე ბევრად მაღლა დგას რეიტინგში, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა მაინც ბოლომდე იბრძოლა და საბოლოოდ 4 სეტში დამარცხდა ანგარიშით 4:6, 2:6, 6:1, 4:6. ცივაძის და მუგევიჩუსის დაპირისპირება […]

რეალმა საკუთარ მოედანზე ატლეტიკოს ვერ მოუგო

რეალმა საკუთარ მოედანზე ატლეტიკოს ვერ მოუგო

მადრიდის რეალმა ესპანეთის ჩემპიონატის 31–ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე თანაქალაქელები ატლეტიკო მიიღო და მათი დამარცხება ვერ შეძლო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო. მეორე ტაიმის დასაწყისში პორტუგალიელმა მცველმა პეპემ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. რეალი მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ 85–ე წუთზე ანტუან გრიზმანმა ანგარიში გაათანაბრა. რეალმა […]

სადიო მანესთვის სეზონი დასრულდა

სადიო მანესთვის  სეზონი დასრულდა

ლივერპულის სენეგალელი ფორვარდი სადიო მანე თავის გუნდს წლევანდელ სეზონში ვეღარ დაეხმარება. მანეს მუხლზე ოპერაცია სჭირდება და ის თამაშისთვის მზად მხოლოდ ზაფხულში იქნება. მანემ ტრავმა ევერტონთან შეხვედრაში მიიღო. ლივერპულის მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მანეს ტრავმა მისი გუნდისთვის დიდი დანაკლისია, თუმცა ლივერპული მანეს გარეშეც ვალდებულია კარგი შედეგები აჩვენოს. სადიო მანე ლივერპულში პირველ სეზონს ატარებს და ის […]

იურგენ კლოპი:–ბორმუტის მეორე გოლის შემდეგ კინაღამ გული ამერია

იურგენ კლოპი:--ბორმუტის მეორე გოლის შემდეგ კინაღამ გული ამერია

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ბორმუტთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ როდესაც ბორმუტმა მეორე გოლი გაიტანა, მას კინაღამ გული აერია. კლოპის თქმით ლივერპულმა კიდევ უნდა ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე და მსგავსი რამ მომავალში აღარ მოხდება. კლოპმა თავის ლიდერზე ფილიპე კოუტინიოზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის იმიტომ შეცვალა, რომ მან შესვენებაზე თავი ცუდად იგრძნო. ლივერპულმა საკუთარ მოედანზე […]

დიეგო კოსტას დისკვალიფიკაცია ემუქრება

დიეგო კოსტას დისკვალიფიკაცია ემუქრება

ლონდონის ჩელსის ფორვარდს დიეგო კოსტას შესაძლოა რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კოსტამ მანჩესტერ სიტისთან შეხვედრის დროს ვინსან კომპანის ფეხი ჩაარტყა მუხლში, თუმცა მატჩის არბიტრს ეს მომენტი გამოეპარა, ამიტომ კოსტა მოედნიდან არ გაუძევებიათ. მიუხედავად ამისა, ინგლისის საფეხბურთო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი ამ ეპიზოდს ყურადღებით შეისწავლის და კოსტას სავარაუდოდ მკაცრად დასჯიან. რაც შეეხება […]

დავით მოძმანაშვილს ოლიმპიურ ჩემპიონად გამოაცხადებენ

დავით მოძმანაშვილს ოლიმპიურ ჩემპიონად გამოაცხადებენ

დავით მოძმანაშვილი უახლოეს ხანში ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საერთაშორისო ანტიდოპინგურმა კომისიამ თავისუფალ ჭიდაობაში უზბეკთა მძიმეწონოსან ოლიმპიურ ჩემპიონ არტურ ტაიმაზოვს ლონდონის 2012 წლის სინჯებში დოპინგი აღმოუჩინა. ტაიმაზოვს უკვე მეორე ოლიმპიურ ოქროს ართმევენ, რადგან ერთხელ უკვე იყო შერისხული და პეკინის 2008 წლის თამაშებზე მოპოვებული ოქრო ჩამოართვეს. განმეორებითი ანალიზებით, 2008 წლის სინჯებში […]

ბარსელონამ სევილია ადვილად დაამარცხა

ბარსელონამ სევილია ადვილად დაამარცხა

კატალონიის ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონატის 30–ე ტურში საკუთარ მოედანზე სევილია მიიღო და სტუმრები 3–0 დაამარცხა. ბარსელონამ უკვე პირველ ტაიმში შეძლო სამი გოლის გატანა სევილიას კარში და შეხვედრის მეორე ნახევარი მხოლოდ ფორმალობა იყო. ლიონელ მესიმ ორი გოლი გაიტანა, ხოლო მესამე გოლი კი ლუის სუარესის ანგარიშზეა. ამ გამარჯვების შემდეგ ბარსელონა რეალს ისევ ორი ქულით ჩამორჩება, რადგან რეალმა ასევე […]

გონსალო იგუაინმა ნაპოლისთან შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა

გონსალო იგუაინმა ნაპოლისთან შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა

ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა გონსალო იგუაინმა, რომელიც ამჟამად იუვენტუსის ღირსებას იცავს, ნაპოლისთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას გული დაწყდა ნაპოლის ფანების უხეში რეპლიკების გამო: –ნაპოლისთვის ბევრი რამ გავაკეთე, მაგრამ ეს უკვე აღარავის ახსოვს. გული მწყდება, რომ ამ გუნდის გულშემატკივრებს ჩემთვის მხოლოდ შეურაცმყოფელი ფრაზები და რეპლიკები ემეტებათ. ფეხბურთის კარიერა ხანმოკლეა და ამ მოკლე დროში მაქსიმუმს უნდა […]

პსჟ-ს ალექსის სანჩესის ყიდვა სურს

პსჟ-ს ალექსის სანჩესის ყიდვა სურს

ფრანგული პსჟ ზაფხულში გაძლიერებას გეგმავს და პარიზელებს განსაკუთრებით ფორვარდის შეძენა სურთ, მიუხედავად იმისა, რომ ედისონ კავანი წელს ძალიან კარგ ფორმაშია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პსჟ-მ თვალი არსენალის ფორვარდს ალექსის სანჩესს დაადგა, რომელიც არ მალავს რომ არსენალიდან წასვლა სურს. სანჩესის თქმით მას ისეთ გუნდში უნდა თამაში, რომელიც მუდმივად ტიტულებს მოიგებს პსჟ ამ კრიტერიუმს ნამდვილად აკმაყოფილებს, რადგან ბოლო […]