ბარსელონამ სევილია ადვილად დაამარცხა

ბარსელონამ სევილია ადვილად დაამარცხაკატალონიის ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონატის 30–ე ტურში საკუთარ მოედანზე სევილია მიიღო და სტუმრები 3–0 დაამარცხა.

ბარსელონამ უკვე პირველ ტაიმში შეძლო სამი გოლის გატანა სევილიას კარში და შეხვედრის მეორე ნახევარი მხოლოდ ფორმალობა იყო. ლიონელ მესიმ ორი გოლი გაიტანა, ხოლო მესამე გოლი კი ლუის სუარესის ანგარიშზეა.

ამ გამარჯვების შემდეგ ბარსელონა რეალს ისევ ორი ქულით ჩამორჩება, რადგან რეალმა ასევე გაიმარჯვა სტუმრად ლეგანესის წინააღმდეგ 4–2. რეალს ერთი შეხვედრა თადარიგში აქვს და თუ ისინი იმ თამაშს მოიგებენ, ბარსელონას რეალი 5 ქულით გაასწრებს.