პსჟ-ს ალექსის სანჩესის ყიდვა სურს

პსჟ-ს ალექსის სანჩესის ყიდვა სურსფრანგული პსჟ ზაფხულში გაძლიერებას გეგმავს და პარიზელებს განსაკუთრებით ფორვარდის შეძენა სურთ, მიუხედავად იმისა, რომ ედისონ კავანი წელს ძალიან კარგ ფორმაშია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პსჟ-მ თვალი არსენალის ფორვარდს ალექსის სანჩესს დაადგა, რომელიც არ მალავს რომ არსენალიდან წასვლა სურს. სანჩესის თქმით მას ისეთ გუნდში უნდა თამაში, რომელიც მუდმივად ტიტულებს მოიგებს

პსჟ ამ კრიტერიუმს ნამდვილად აკმაყოფილებს, რადგან ბოლო 4 წლის მანძილზე ეს გუნდი საფრანგეთის ჩემპიონია.

სანჩესის ტრანსფერი პსჟ-ს სავარაუდოდ 50 მილიონი ევრო დაუჯდება.