ბრაზილიის ნაკრები გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრაზილიელებმა საკუთარ მოედანზე პარაგვაის ნაკრები 3-0 დაამარცხეს. შეხვედრა მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონების სრული უპირატესობით წარიმართა და მათ ძალიან დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვეს. გოლები შეხვედრაში, კოუტინიომ, ნეიმარმა და მარსელომ გაიტანეს. მას შემდეგ, რაც ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე გახდა, ბრაზილიელები შესანიშნავ […]
კატეგორია: სპორტი
ბოლივიამ არგენტინას 2–0 მოუგო
ბოლივიის დედაქალაქ ლა პასში ბოლივიის ნაკრებმა არგენტინას უმასპინძლა და სახელოვანი მეტოქე 2–0 დაამარცხა. შეხვედრაში გოლები ხუან კარლოს არსემ და მარსელო მორენომ გაიტანეს. არგენტინა თავისი ლიდერის და კაპიტანის ლიონელ მესის გარეშე თამაშობდა, რომელმაც 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და ბოლივიასთან მატჩის გარდა ის თავისი ნაკრების მომავალ 3 შეხვედრასაც გამოტოვებს. ამის მიზეზი ის არის, რომ მესიმ ჩილესთან მატჩის […]
ვაისი: “თუ ნებას დამრთავენ, დავრჩები”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 28 მარტს ლატვიის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ “დინამო არენას” მედია-დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. _ ბედნიერი ვარ, რომ საკმაო პაუზის შემდეგ გუნდმა, როგორც იქნა, მოიგო და თანაც, დიდი ანგარიშით, მაგრამ ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩია. დღეს კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროდ, სერბეთთან ვერ ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რომელიც დღეს. ფეხბურთელებმა ამჯერად ყველა ის დავალება შეასრულეს, […]
საქართველოს ნაკრებმა ლატვიას 5:0 მოუგო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში ამხანაგურ შეხვედრაში ლატვიას უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა. როგორც ანგარიშიდან ჩანს, ქართველ ფეხბურთელებს მთელი მატჩის მანძილზე არავითარი პრობლემა არ შექმნიათ და მათ იოლი გამარჯვება მოიპოვეს. შეხვედრაში დუბლი შეასრულეს ჯანო ანანიძემ და გიორგი ქვილითაიამ, მეხუთე გოლი კი ახალგაზრდა გიორგი არაბიძემ გაიტანა, რომლისთვისაც ეს სადებიუტო გოლია ეროვნულ ნაკრებში. საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას სტუმრად მოლდოვას […]
კლაუდიო ბრავოს მანჩესტერ სიტიდან წასვლა არ სურს
მანჩესტერ სიტის ჩილელმა გოლკიპერმა უარყო ჭორები იმის თაობაზე, რომ ის თავისი ამჟამინდელი გუნდის მანჩესტერ სიტის დატოვებას აპირებს. ბოლო პერიოდში ბრავომ სიტის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ამის გამო გაჩნდა ინფორმაცია, რომ კლაუდიოს სხვა გუნდში გადასვლა სურს. ეს ინფორმაცია თვითონ ბრავომ უარყო და თქვა, რომ ის ბედნიერია მანჩესტერში და მისი ოჯახიც ინგლისში თავს კარგად გრძნობს, ამიტომ […]
ბარსელონა პაულო დიბალათი დაინტერესდა
ბარსელონა ტურინის იუვენტუსის ახალგაზრდა არგენტინელი შემტევით პაულო დიბალათი დაინტერესდა. ამ ინფორმაციას ადასტურებს ბარსელონას ტექნიკური დირექტორი რობერტ ფერნანდესი, რომლის თქმით დიბალა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. საინტრესოა ის ფაქტი, რომ სულ მალე დიბალა ბარსელონას წინააღმდეგ ითამაშებს, რადგან იუვენტუსის მოწინააღმდეგე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სწორედ ბარსელონაა. თუ ამ მატჩებში პაულო თავის გამოჩენას შეძლებს, სავარაუდოდ ბარსელონას ინტერესი მის […]
ხამეს როდრიგესი შესაძლოა ლივერპულში აღმოჩნდეს
მადრიდის რეალის კოლუმბიელი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი შესაძლოა ზაფხულში ლივერპულში აღმოჩნდეს. ხამესის რეალიდან წასვლაზე უკვე დიდიხანია საუბრობენ, რადგან ხამესს ზიდანთან უთანხმოება აქვს და ძირითად შემადგენლობაში ის იშვიათად ხვდება. ამის გამო სავსებით რეალურია რომ კოლუმბიელმა შემტევმა გუნდი შეიცვალოს. რაც შეეხება ლივერპულს, იურგენ კლოპის გუნდი ზაფხულში სერიოზულად აპირებს გაძლიერებას და ხამესში ლივერპული 60 მილიონ ევროს იხდის. ეს ზუსტად […]
რონალდ კუმანი შესაძლოა ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს
ბულგარეთთან 0-2 მარცხის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დანი ბლინდი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ამჟამად ჰოლანდიის ნაკრები მწვრთნელის გარეშეა და ამ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი რონალდ კუმანია, რომელიც ამჟამად ევერტონის მთავარი მწვრთნელია. ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციაში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ისინი რონალდ კუმანის ვარიანტს აქტიურად განიხილავენ. თვითონ კუმანს კი ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
მანჩესტერ იუნაიტედი ნეიმარში 200 მილიონ ევროს იხდის
მანჩესტერ იუნაიტედი მზად არის, ბარსელონას ბრაზილიელ ვარსკვლავში ნეიმარში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო თვითონ ფეხბურთელს კი წელიწადში 25 მილიონიან ანაზღაურებას ჰპირდება. ნეიმარმა ბოლო მატჩებში შესანიშნავი თამაში აჩვენა და მისი შეძენა ისევ ბევრი კლუბის ოცნებაა, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ბარსელონას მას არ გაუშვებს. სეზონის წინ აქტიურად მიდიოდა საუბრები იმის შესახებ რომ ნეიმარი პსჟ-ში გააგრძელებდა კარიერას, მაგრამ […]
ჩელსი ედენ აზარის გაშვებას არ აპირებს
ლონდონის ჩელსი თავისი ბელგიელი ვარსკვლავის ედენ აზარის გაშვებას არ აპირებს და მალე აზარს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ, გაუმჯობესებული პირობებით. აზარის შეძენას აქტიურად ცდილობს მადრიდის რეალი და სამეფო გუნდის ერთ–ერთ მთავარ სამიზნედ სწორედ აზარი ითვლება, თუმცა ჩელსი თავის ლიდერთან განშორებას არ აპირებს და სავარაუდოდ აზარი ჩელსიდან არ წავა. ედენ აზარი ჩელსიში 2013 წელს ფრანგული ლილიდან გადავიდა და […]










