ბოლივიამ არგენტინას 2–0 მოუგო

ბოლივიამ არგენტინას 2–0 მოუგობოლივიის დედაქალაქ ლა პასში ბოლივიის ნაკრებმა არგენტინას უმასპინძლა და სახელოვანი მეტოქე 2–0 დაამარცხა. შეხვედრაში გოლები ხუან კარლოს არსემ და მარსელო მორენომ გაიტანეს.

არგენტინა თავისი ლიდერის და კაპიტანის ლიონელ მესის გარეშე თამაშობდა, რომელმაც 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და ბოლივიასთან მატჩის გარდა ის თავისი ნაკრების მომავალ 3 შეხვედრასაც გამოტოვებს. ამის მიზეზი ის არის, რომ მესიმ ჩილესთან მატჩის დროს მსაჯს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, ამიტომ ის მკაცრად დასაჯეს.

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 14 შეხვედრის შემდეგ მე–5 ადგილს იკავებს და არგენტინელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად სერიოზული ბრძოლა მოუწევთ.