საქართველოს ნაკრებმა ლატვიას 5:0 მოუგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში ამხანაგურ შეხვედრაში ლატვიას უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა.

როგორც ანგარიშიდან ჩანს, ქართველ ფეხბურთელებს მთელი მატჩის მანძილზე არავითარი პრობლემა არ შექმნიათ და მათ იოლი გამარჯვება მოიპოვეს.

შეხვედრაში დუბლი შეასრულეს ჯანო ანანიძემ და გიორგი ქვილითაიამ, მეხუთე გოლი კი ახალგაზრდა გიორგი არაბიძემ გაიტანა, რომლისთვისაც ეს სადებიუტო გოლია ეროვნულ ნაკრებში.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას სტუმრად მოლდოვას წინააღმდეგ ჩაატარებს და ეს მატჩი უკვე ოფიციალური იქნება.

შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება.