საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში, რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 28:17 დაამარცხა. ამრიგად, საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის გათამაშებაში 4 შეხვედრიდან 4 გამარჯვება დაუგროვდა და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან შეხვედრამდე ესპანეთს, პორტუგალიასა და რუსეთს სძლია. საქართველოში დარჩა ანთიმოზ ივერიელის თასიც, რომელიც ორ ქვეყანას – საქართველოსა და რუმინეთს შორის თამაშდება. თასი […]
კატეგორია: სპორტი
ბარსელონას პრეზიდენტ ლაპორტას კაბინეტს მანანა გიორგაძე უხელმძღვანელებს
“ბარსელონას” ახალმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კლუბის კაბინეტი დააკომპლექტა და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქართველი იქნება. კლუბის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანანა გიორგაძე გახდება. მანანა გიორგაძე ქართველი ბიზნესმენის, გიორგი მიქაძის მეუღლე გახლავთ და ლაპორტას “ბარსაში” წინა ყოფნისას მისი მდივანი იყო. ლაპორტას კაბინეტში სამი ვიცე-პრეზიდენტი იქნება: რაფა იუსტე, ედუარდ რომეუ და მარია ელენა ფორტი. გენერალური მენეჯერის პოსტს ფერან რევერტერი დაიკავებს, ხოლო […]
გიორგი მიქაუტაძე – “ჩემი მშობლები პარიზში ცხოვრობენ, მაგრამ მე ოჯახი საქართველოშიც მყავს”
გიორგი მიქაუტაძეს 2020/21 წლების სეზონი ნამდვილად კარგი გამოუვიდა. თავდამსხმელმა 18 გოლი გაიტანა, ფრანგულ “მეტცთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა, ასევე, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ეროვნული ნაკრებიდან მიწვევაც მიუვიდა. მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად მარტის თვეში 3 შეხვედრას, შვედეთის (25 მარტს), ესპანეთისა (28 მარტს) და საბერძნეთის წინააღმდეგ (31 მარტს) გამართავს. – რა გრძნობა გქონდათ არჩევანის გაკეთებისას? – მე საქართველოს ეროვნული ნაკრების […]
საქართველო-ესპანეთის მატჩზე მაყურებლების 30%-ს დაუშვებენ
აშშ-ში ქართველი მორაგბე გიორგი ლომთაძე გარდაიცვალა
ქართველი მორაგბე გიორგი ლომთაძე 27 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. გიორგი ლომთაძე რაგბის კლუბ “ლელოს” წევრი იყო, ის საქართველოს 4-გზის ჩემპიონია, ლომთაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ის “ლელოს” გარდა რაგბს ინგლისშიც თამაშობდა. 2014-15 წლებში კი საქართველოს “ა” ნაკრების წევრი იყო. რუსთავი 2
რაგბი ისევ პრეზიდენტის გარეშეა – სოსო ტყემალაძეს რეგისტრაცია შეუჩერეს
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სოსო ტყემალაძის რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე რეგისტრაცია შეაჩერა. განმარტებაში ნათქვამია, რომ 2021 წლის 10 მარტს ჩატარებულ განმეორებით არჩევნების შემდეგ, რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ ტყემალაძის პრეზიდენტად რეგისტრაციასთან ერთად, რეესტრს ახალი წესდების დამტკიცების მოთხოვნითაც მიმართა, თუმცა აღნიშნული საკითხი ყრილობის დღის წესრიგში არ იდგა, რის გამოც საჯარო რეესტრმა დოკუმენტი დაახარვეზა. პროცედურულად, რეგისტრაციის გასაახლებლად საჭიროა […]
საქართველოსთან მატჩისთვის ლუის ენრიკემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 2 თამაშისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა: მეკარეები: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), რობერტ სანჩესი (“ბრაიტონი”), უნაი სიმონი (“ატლეტიკ ბილბაო”) მცველები: პედრო პორო (“სპორტინგი”), ერიკ გარსია (“მანჩესტერ სიტი”), სერხიო რამოსი (მადრიდის “რეალი”), დიეგო ლორენტე (“ლიდსი”), ინიგო მარტინესი (“ატლეტიკ ბილბაო”), ჟორდი ალბა (“ბარსელონა”), ხოსე ლუის გაია (“ვალენსია”) ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი […]
ნიკა ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოიგო
დოჰას საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 153 560) ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42) ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი (13) ორ სეტში დაამარცხა. პირველი სეტი ნოკოლოზმა მეტოქეს ტაიბრიეკზე მოუგო, მეორე კი – 6:2. აღსანიშნავია, რომ მან წაგებათა 5-მატჩიანი სერიის შემდეგ ზედიზედ ხუთჯერ იმარჯვა. შეგახსენებთ, ბასილაშვილი აგუტს მეხუთედ შეხვდა და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. აქამდე ტურნირზე ნიკოლოზმა […]
ბასილაშვილმა ყატარში ნახევარფინალიც მოიგო და ფინალში გავიდა
ყატარ ოუფენის (საპრიზო ფონდი 1.153.560) ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42) რეიტინგის 33-ე ნომერი, ამერიკელი ტეილორ ფრიტცი 7:6, 6:1 დაამარცხა. მატჩი საათი და 16 წუთი გაგრძელდა. შეგახსენებთ, აქამდე ტურნირზე ნიკოლოზმა ავსტრალიელ ჯონ მილმანს (6:4, 6:2) და ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2) და შვეიცარიელ როჯერ ფედერერს (3:6, 6:1, 7:5) სძლია. ფინალში ბასილაშვილი ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტის (13) დაუპირისპირდება, […]
ბასილაშვილმა ფედერერს მოუგო – ვიდეო
ცოტა ხნის წინ დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა, რომელიც 13-თვიანი პაუზის შემდეგ კორტს დაუბრუნდა. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა. პირველი სეტი ფედერერმა 6:3 მოიგო, მეორე ბასილაშვილმა 6:1, გადამწყვეტ სეტში კი ნიკოლოზმა 7:5 იმარჯვა. ხუთმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ნიკოლოზმა ტურნირზე ავსტრალიელ ჯონ მილმანს (6:4, 6:2) და ტუნისელ […]