ლუის ენრიკე – “კვარაცხელიას დიდი მომავალი აქვს”

ლუის ენრიკე - "კვარაცხელიას დიდი მომავალი აქვს"ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საქართველოს ნაკრების დამარცხების (2:1) შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“დიახ, ძალიან რთული მატჩი იყო. შეიძლება საბერძნეთთან მატჩზე უფრო რთულიც. საქართველო დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდა, თუმცა რაღაც შევცვალეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ.

ძალიან მომეწონა საქართველო. ეს გუნდი მატჩიდან მატჩამდე იზრდება, დღეს შვედეთთან თამაშზე უკეთესი იყავით, ერთი გაიტანეთ, მეტიც შეგეძლოთ. ეს გამოიწვია მაყურებლის დასწრებამ, კარგმა დაცვამ.

კვარაცხელია ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. ახალგაზრდაა, თუმცა მაღალი კლასი უკვე აქვს და თუ ასე განაგრძობს, მას დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ”.

სპორტალი