კატეგორია: სპორტი

ირაკლი აბუსერიძე – “უვარგისები, ბებრების ხროვა! მორაგბეებში ამხელა პოლიცია არასდროს ყოფილა!”

ირაკლი აბუსერიძე - "უვარგისები, ბებრების ხროვა! მორაგბეებში ამხელა პოლიცია არასდროს ყოფილა!"

“ექსპო ჯორჯიას” შენობის ეზოში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე ეხმაურება. “საზიზღრობაა, რა გითხრათ. ეს არის როგორი ხელებითაც მოდის. მორაგბეებში ამხელა პოლიცია და დაცვა არასდროს არ ყოფილა. გვიჩხუბია, ნათელმირონებიც ვყოფილვართ და ქვეყნისთვის გვიომია. ოჯახის წევრები ვართ და ესე ძალადობით ვერ მოვა, პირდაპირ გეუბნებით. მე რაც არ უნდა წყნარად ვიყო, ხალხი არ […]

კახი ჟორდანია – “ან დამიბრუნეთ 2 მილიონი ევრო, ან მომეცით კლუბი “დენ ბოსხი”

კახი ჟორდანია - "ან დამიბრუნეთ 2 მილიონი ევრო, ან მომეცით კლუბი "დენ ბოსხი"

ნიდერლანდური „დენ ბოსხისა“ და მერაბ ჟორდანიას ვაჟის, კახი ჟორდანიას დაპირისპირება სასამართლოში გაგრძელდა. პროცესი 9 მარტს დაიწყო. 2018 წლის ივლისის ბოლოს „დენ ბოსხმა“ კახი ჟორდანიასთან კლუბის გადაცემაზე შეთანხმებას მიაღწია და ქართველმა ბიზნესმენმა კლუბში ფული დააბანდა. მაგრამ ნიდერლანდების საფეხბურთო ასოციაციამ კახის გეგმებს ხაზი გადაუსვა. მიზეზად ფულის გათეთრების ეჭვი გახდა. ამის გამო მან კლუბისგან, ჩადებული ინვესტიციების, ორი მილიონი ევროს დაბრუნება […]

ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ დააპატიმრეს

ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ დააპატიმრეს

ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი დააპატიმრეს. დაკავება უკავშირდება კლუბის ფეხბურთელების წინააღმდეგ სოციალური ქსელებში აგორებულ კამპანიას, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ბართომეუს დავალებით მიმდინარეობდა.

მერაბ ჟორდანია ვენის აუსტრიას პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ვენის აუსტრიას პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ტიტულოვანი ავსტრიული კლუბის – ვენის “აუსტრიას” პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივი საიტები იტყობინებიან. საინტერესოა წერილი, რომელიც wien.orf.at-მა გამოაქვეყნა: “ვენის “აუსტრიას” ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით სიტუაციას წესით მალე უნდა მოეფინოს ნათელი. ახალი პარტნიორი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, მაგრამ კლუბში ამბობენ, რომ მოლაპარაკება პოზიტიური შედეგით დასრულდა. ახალ პარტნიორთან დაკავშირებით დეტალები არ ხმაურდება. სამაგიეროდ, ცნობილია ის, რომ “აუსტრიას” […]

გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს

"მე გიორგი მიქაუტაძე ვარ, დავიბადე ლიონში, საფრანგეთის მოქალაქე ვარ" - ქართველმა ფორვარდმა ბელგიაში 5 მატჩში 9 გოლი გაიტანა

საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი 20 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სულ მალე საქართველოს პასპორტს აიღებს და ჩვენი ეროვნული ნაკრების ფორმით ითამაშებს. adjarasport.com-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ბელგიური სერენის ცენტრფორვარდს საქართველოს მოქალაქეობა უახლოეს პერიოდში ექნება და მიქაუტაძე მარტში შეძლებს ვილი სანიოლის განკარგულებაში ყოფნას. მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ 16-ჯერ ითამაშა და მის აქტივში 15 გატანილი გოლია. საქართველოს ნაკრები მარტში […]

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი გახდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი გახდა

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ფრანგი სპეციალისტი – ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი […]

ევროპაბეთსა და ნარდის სპორტულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება

ევროპაბეთსა და ნარდის სპორტულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება

კომპანია ევროპაბეთსა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2020 წლის აპრილში გაფორმდა. მას შემდეგ ევროპაბეთი სპორტის ამ სახეობას აქტიურად უჭერს მხარს და მის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს, შედეგად კი მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელება კიდევ ერთი წლით გადაწყვიტეს. 2020 წელს, რომელზეც უდიდესი ზეგავლენა კორონავირუსის პანდემიამ მოახდინა, ევროპაბეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურნირი. […]

ევროპაბეთი საკალათბურთო კლუბ ვერას გენერალური სპონსორი გახდა

ევროპაბეთი საკალათბურთო კლუბ ვერას გენერალური სპონსორი გახდა

კოპანია ევროპაბეთის ქართული სპორტის მხარდამჭერი პროექტების სიას კიდევ ერთი, ამჯერად ახალი საკალათბურთო პროექტი შეემატა. ქართული კალათბურთის განვითარებაში კომპანიამ სოლიდური წვლილი 2017 წელსაც შეიტანა, როცა ევროპაბეთი ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების სპონსორი იყო. ამჯერად, ევროპაბეთი საკალათბურთო კლუბ ვერას გენერალური სპონსორი გახდა. მხარეები მინიმუმ სეზონის ბოლომდე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ – შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ამასთან, ვერას მთავარი მედია პარტნიორი პოპსპორტი იქნება. ლაშა გოგუა […]

“კრიშტიანო რონალდო მზადაა, ზამთრის მზეს ამ სტილში შეხედოს”

"კრიშტიანო რონალდო მზადაა, ზამთრის მზეს ამ სტილში შეხედოს"

კრიშტიანო რონალდომ ინსტაგრამში დადო ფოტო შავი სათვალით. ფოტოს ასეთი წარწერა აქვს: “კრიშტიანო მზადაა ზამთრის მზეს ამ სტილში შეხედოს”

ხვიჩა კვარაცხელიამ “სოჭს” 2 გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ "სოჭს" 2 გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინი” ამხანაგურ შეხვედრას “სოჭისთან” თურქეთში, ქალაქ ბელეკში მართავს, ქართველმა კი 2 გოლის გატანა უვკე მოასწრო. ხვიჩამ პირველ ტაიმში მეტოქეის მცველ იბრაგიმ ცალაგოვს თავისივე საჯარიმოსთან აართვა ბურთი და სოსლან ჯანაევი მოატყუა და ცარიელ კარში შეაგდო. გატანილი გოლის გარდა, კვარაცხელიამ რამდენიმე საგოლე ეპიზოდი შექმნა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი 1 მეტოქეს დრიბლინგით გასცდა, მეორემ კი საჯარიმოში […]