გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს

გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებსსაფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი 20 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სულ მალე საქართველოს პასპორტს აიღებს და ჩვენი ეროვნული ნაკრების ფორმით ითამაშებს.

adjarasport.com-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ბელგიური სერენის ცენტრფორვარდს საქართველოს მოქალაქეობა უახლოეს პერიოდში ექნება და მიქაუტაძე მარტში შეძლებს ვილი სანიოლის განკარგულებაში ყოფნას.

მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ 16-ჯერ ითამაშა და მის აქტივში 15 გატანილი გოლია.

საქართველოს ნაკრები მარტში 3 ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. შვედებთან სტუმრად 25 მარტს, 28 მარტს ესპანეთთან დინამო არენაზე, ხოლო 31 მარტს საბერძნეთში ადგილობრივ ნაკრებს შეხვდება.