ბასილაშვილმა ფედერერს მოუგო – ვიდეო

ბასილაშვილმა ფედერერს მოუგო - ვიდეოცოტა ხნის წინ დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა, რომელიც 13-თვიანი პაუზის შემდეგ კორტს დაუბრუნდა.

მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.

პირველი სეტი ფედერერმა 6:3 მოიგო, მეორე ბასილაშვილმა 6:1, გადამწყვეტ სეტში კი ნიკოლოზმა 7:5 იმარჯვა.

ხუთმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ნიკოლოზმა ტურნირზე ავსტრალიელ ჯონ მილმანს (6:4, 6:2) და ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2) სძლია.

ნახევარფინალში ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიტცს შეხვდება.

სპორტალი