კატეგორია: სპორტი

თბილისის დინამომ ლივერპულის ყოფილი მცველი ალი სისოკო დაიმატა

თბილისის დინამომ ლივერპულის ყოფილი მცველი ალი სისოკო დაიმატა

თბილისის “დინამომ” ცნობილი ფრანგი მცველი ალი სისოკო დაიმატა. 33 წლის ფეხბურთელი დედაქალაქელებს თურქეთში უკვე შეუერთდა, სადაც “დინამო” მომავალი სეზონისთვის ემზადება. სისოკოს კარიერის განმავლობაში არაერთ კლუბში უთამაშია. მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი 2013/14 წლების სეზონია, როდესაც “ლივერპულის” ღირსებას იცავდა. სისოკოს ასევე უთამაშია “პორტუში”, “ლიონში”, “ვალენსიაში”, “ასტონ ვილაში”, პირეოსის “ოლიმპიაკოსში”, “მატალიასპორში”, ბოლოს კი თურქული “ანტალიასპორის” ღირსებას იცავდა. აღსანიშნავია, რომ […]

რონალდუ მსოფლიო რეკორდსმენი გახდა

რონალდუ მსოფლიო რეკორდსმენი გახდა

20 იანვარს რეჯო-ემილიაში “იუვენტუსმა” 2:0 დაამარცხა “ნაპოლი” და მეცხრედ დაეუფლა იტალიის სუპერთასს. ანგარიში 64-ე წუთზე რონალდომ გახსნა, ხოლო 90+5-ე წუთზე ალვარო მორატამ მეორე გოლი გაიტანა. მწვრთნელის რანგში ანდრეა პირლომ პირველი ტურნირი მოიგო. რონალდომ კარიერაში ყველა ტურნირზე 760 გოლი გაიტანა, იოზეფ ბიცანის რეკორდი დაამხო და მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, 757 გოლით მესამე ადგილზე პელეა. […]

დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა

დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა

ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. „ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 49 წლის ასაკში გარდაიცვალა“, – ნათქვამია ძიუდოს ეროვნული ფედერაციის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. დავით ხახალეიშვილი ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიადაზე გახდა. იპნ

რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერეს

რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერეს

ქართულ რაგბში ისევ გაურკვევლობაა. კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერეს. გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა მიიღო. შესაბამისი განცხადებით მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ მიმართა. “30 დღე გვაქვს ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხვალიდან შევუდგებით იურისტებთან ერთად და ჩემთვის სუსტი არგუმენტებია, განვიხილავთ ამ საკითხს და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ნათლად გამოჩნდება. ვფიქრობ, ეს ადამიანი, ვინც ამ […]

ვთამაშობთ ჭადრაკს – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და responsible.ge -ს ახალი პროექტი

ვთამაშობთ ჭადრაკს - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და responsible.ge -ს ახალი პროექტი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ოჯახში ჭადრაკის თამაშის ტრადიციის აღდგენის წასახალისებლად ახალ პროექტს იწყებს. ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე შეიქმნა ჯგუფი „ვთამაშობთ ჭადრაკს“, რომელიც ჭადრაკის მოყვარულ ოჯახებს გააერთიანებს. ჯგუფის წევრებს შორის წამახალისებელი საოჯახო ტურნირები, ჭადრაკის ვარსკლავების ჩართვები, ფოტოკონკურსები და ჭადრაკთან დაკავშირებული სხვა აქტივობები გაიმართება. „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმა responsible.ge ინიციატივის პარტნიორია. გიორგი გიორგაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი: „პროექტის მიზანი, ოჯახში  […]

მესი – “ყველაზე მეტად გვარდიოლასთან და ლუის ენრიკესთან მუშაობა მომწონდა”

მესი - ”მინდოდა ნეიმარის დაბრუნება”

“ბარსელონას” კაპიტანმა, 6 “ოქროს ბურთის” მფლობელმა ლიონელ მესიმ La Sexta-სთან საუბარში კარიერაში საუკეთესო 2 მწვრთნელი დაასახელა. “გვარდიოლაში არის რაღაც განსაკუთრებული. პეპი საგნების სულ სხვანაირად დაგანახებს. საოცარი სანახავი იყო, როგორ ემზადებოდა მატჩებისთვის, დაცვისთვის, შეტევისთვის… ძალიან მაბედნიერებდა ლუის ენრიკესა და ხოსეპ გვარდილასთან ერთად მუშაობა, ეს ორნი მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები არიან,”- განაცხადა ლეომ. სპორტალი

გიორგი ნემსაძე თბილისის დინამოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

გიორგი ნემსაძე თბილისის დინამოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

თბილისის დინამოს მთავარ მწვრთნელად გიორგი ნემსაძე დაინიშნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დინამოელთა თავკაცი ჩისკო უოტფორდის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. გიორგი ნემსაძე: – ჩვენი მიზანი არ იცვლება – ესაა ჩემპიონობა და თასის მოპოვება! ჩემი პრიორიტეტი იქნება საკლუბო აკადემიიდან ფეხბურთელების დაწინაურება. დღეს ბევრი ფეხბურთელი, რომელიც “დინამოს” აღზრდილია, თამაშობს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში, ასევე ევროპულ კლუბებში… ვიცი, რომ […]

ხვიჩა კვარაცხელიას მამას ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული – ვიდეო

ხვიჩა კვარაცხელიას მამას ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული - ვიდეო

ბევრისთვის უცნობია, რომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია საფეხბურთო დინასტიის წარმომადგენელია. 19 წლის ფეხბურთელის ბაბუა, მამია კვარაცხელია და მამა, ბადრი ფეხბურთელები იყვნენ. მამამისიც თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი იყო და ეროვნულ ნაკრებში უთამაშია, მაგრამ არა საქართველოს ნაკრებში. ამ ვიდეოზე ბადრი კვარაცხელიას კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია შემორჩენილი. მაშინ აზერბაიჯანული გუნდის, „შამქირის“ ქართველმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგაზე […]

პაოლო როსი გარდაიცვალა

პაოლო როსი გარდაიცვალა

იტალიის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი, მსოფლიოს 1982 წლის მსოფლიოს პირველობის გმირი პაოლო როსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბრაზილიის ნაკრებთან მეორე ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში, რომელშიც 3 გოლი გაიტანა. იმ შეხვედრაში ბრაზილიას ნახევარფინალში გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ იტალიამ, პაოლო როსის წყალობით, 3:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც პოლონეთი დაამარცხა, ფინალში კი დასავლეთ გერმანიას […]

საქართველო შვედეთით იწყებს და შვედეთით ამთავრებს

საქართველო შვედეთით იწყებს და შვედეთით ამთავრებს

ცნობილი გახდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე B ჯგუფის კალენდარი, სადაც საქართველოს ნაკრები ითამაშებს. I ტური. 25 მარტი შვედეთი – საქართველო II ტური. 28 მარტი საქართველო – ესპანეთი III ტური. 31 მარტი საბერძნეთი – საქართველო IV ტური. 2 სექტემბერი საქართველო – კოსოვო V ტური. 5 სექტემბერი ესპანეთი – საქართველო VI ტური. 9 ოქტომბერი საქართველო […]