პაოლო როსი გარდაიცვალა

პაოლო როსი გარდაიცვალაიტალიის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი, მსოფლიოს 1982 წლის მსოფლიოს პირველობის გმირი პაოლო როსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბრაზილიის ნაკრებთან მეორე ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში, რომელშიც 3 გოლი გაიტანა.

იმ შეხვედრაში ბრაზილიას ნახევარფინალში გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ იტალიამ, პაოლო როსის წყალობით, 3:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც პოლონეთი დაამარცხა, ფინალში კი დასავლეთ გერმანიას მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონო გახდა.

ამის შემდეგ პაოლო როსი იტალიის ეროვნული გმირი გახდა.

მისი გარდაცვალების დეტალები არ ხმაურდება. იტალიური მედია მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ პაოლო როსი დიდი ხნის მანძილზე ავადმყოფობდა.

პაოლო როსი გარდაიცვალა