კატეგორია: სპორტი

ჯოკოვიჩს ავსტრალიამ დეპორტაცია დროებით შეუჩერა

ჯოკოვიჩს ავსტრალიამ დეპორტაცია დროებით შეუჩერა

ავსტრალიის მთავრობა სერბი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის დეპორტაციის გადავადებას დათანხმდა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ჯოკოვიჩის ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც იმიგრაციის მინისტრმა სპორტსმენს ვიზა მეორედ გაუუქმა. სასამართლო მოსმენა კვირისთვის არის დაგეგმილი, ანუ „ავსტრალიის ღია ჩემპიონატის“ გახსნამდე ერთი დღით ადრე და გადაწყვეტილების გამოტანამდე მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანის დეპორტაცია არ მოხდება. „ევრონიუსი“ წერს, რომ ჯოკოვიჩისთვის უფრო მეტია სასწორზე, ვიდრე […]

ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიიდან გააძევებენ – მას ვიზა ისევ გაუუქმეს

ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ვიზა გაუუქმეს

სერბ ჩოგბურთელს, ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიზა კვლავ გაუუქმეს. მედიის ინფორმაციით, ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰოუკმა, პირადი უფლებამოსილება გამოიყენა და ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა, რასაც, სავარაუდოდ, ჩოგბურთელის დეპორტაცია მოჰყვება და შესაბამისად, ის ჩემპიონატს ვეღარ დაესწრება. იმიგრაციის მინისტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზის გაუქმების გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ინტერესების საფუძველზე მიიღო. „მორისონის მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, […]

ლევან კუტალიამ ისრაელში საოცრება მოახდინა – “ეს განსაკუთრებული დღეა!”

ლევან კუტალიამ ისრაელში საოცრება მოახდინა - "ეს განსაკუთრებული დღეა!"

ფეხბურთელმა ლევან კუტალიამ, რომელმაც ისრაელის პირველობაზე საოცარი გოლი გაიტანა, ფეისბუქში დაწერა: “გამარჯობათ მეგობრებო ბევრი მილოცვის სმსები მივიღე თქვენგან და სათითაოდ ვერ გწერთ იმდენი სმსი დამხვდა ძალიან დიდი მადლობა დაფასებისთვის თბილი სიტყვებისთვის თქვენი გულშემატკივრობა და გვერდში დგომა ჩემთვის სასიამოვნო და სასიხარულოა მადლობა…. ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და როცა ასეთ საოცარ გოლს იტან, რომელიც ფეხბურთის ისტორიას დარჩება, ორმაგად […]

“ამბობდა, დარტყმის მერე სუნთქვა მიჭირსო” – რატომ შეწყვიტა ბასილაშვილმა ციციპასთან მატჩი

"ამბობდა, დარტყმის მერე სუნთქვა მიჭირსო" - რატომ შეწყვიტა ბასილაშვილმა ციციპასთან მატჩი

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს სიდ­ნე­ი­ში, ATP თა­სის მატ­ჩის ნა­ად­რე­ვად დას­რუ­ლე­ბა მო­უ­წია. სპორ­ტსმენს სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და და, ამის გამო, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი­სა და ბერ­ძე­ნი ჩოგ­ბურ­თე­ლის, სტე­ფა­ნოს ცი­ცი­პა­სის თა­მა­ში შე­ჩერ­და. ცი­ცი­პა­სი­სა და ბა­სი­ლაშ­ვი­ლის და­პი­რის­პი­რე­ბამ მხო­ლოდ 26 წუთს გას­ტა­ნა. ან­გა­რი­ში ბერ­ძე­ნის სა­სარ­გებ­ლოდ – 4:1 იყო, რო­დე­საც ბა­სი­ლაშ­ვილ­მა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის­თვის პა­უ­ზა აიღო. მას სუნ­თქვა უჭირ­და. ექი­მებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ კი მატ­ჩი შე­წყდა. “29 […]

ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ვიზა გაუუქმეს

ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ვიზა გაუუქმეს

სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ვიზა გაუუქმეს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ქვეყანაში დარჩება. მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონა გახდა. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის ხელისუფლებამ თავდაპირველად მისთვის გამოსაკლისის სახით ვიზა დაუშვა, თუმცა საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. მედიის ინფორმაციით, ჯოკოვიჩი ე.წ.სამთავრობო დაკავების სასტუმროში გადაიყვანეს. ჯოკოვიჩის ადვოკატებმა სარჩელი სასამართლოში შეიტანეს. ნოვაკ ჯოკოვიჩი მელბურნში 10 […]

ვიქტორ სანეევი სიდნეიში გარდაიცვალა

ვიქტორ სანეევი სიდნეიში გარდაიცვალა

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამმაგ ხტომაში ვიქტორ სანეევი სიდნეიში გარდაიცვალა. ამის შესახებ სპუტნიკს სანეევის მეგობარმა და მოსწავლე ვალერი ობიდკომ უთხრა. _ მას ინფარქტი ჰქონდა, – თქვა ობიდკომ. ვიქტორ სანეევი 77 წლის იყო. ვიქტორ სანეევმა 1968, 1972 და 1976 წლების ოლიმპიადები მოიგო, 1980 წლის ოლიმპიადაზე კი მე-2 ადგილი დაიკავა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სანეევი საქართველოდან ავსტრალიაში წავიდა, […]

 სპორტსმენები ახალ რეგულაციებზე: ან ქვეყნიდან მომიწევს წასვლა ან სპორტიდან…

 სპორტსმენები ახალ რეგულაციებზე: ან ქვეყნიდან მომიწევს წასვლა ან სპორტიდან...

დღეს, 20 დეკემბერს სასტუმრო თბილისი მარიოტში „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ პრესკონფერენცია ქართული სპორტის სპონსორობის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით გამართა. სპორტსმენებმა და სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმალურად გაზრდილი საგადასახადო წნეხის გამო სათამაშო ბიზნესის სექტორს სპორტის სპონსორობაზე უარის თქმა მოუწევს, რაც სპორტის ბევრ სახეობას ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს და განვითარების პერსპექტივებს […]

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად დასახელდა

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად დასახელდა

ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად ლაშა შავდათუაშვილი, ამომავალ ვარსკვლავად კი ილია სულამანიძე აღიარა. ქართული ძიუდოს ეს დიდი აღიარება შავდათუაშვილმა წლევანდელ ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით დაიმსახურა. ქართული ძიუდოს ტრიუმფი ლაშა შავდათუაშვილთან ერთად, ილია სულამანიძემაც გაიზიარა, რომელიც ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ ამომავალ ვარსკვლავად დაასახელა.

225 კილოგრამი ატაცში, 492 კილოგრამი ორჭიდში – ლაშა ტალახაძის მსოფლიო ჩემპიონობა რეკორდების თანხლებით

225 კილოგრამი ატაცში, 492 კილოგრამი ორჭიდში – ლაშა ტალახაძის მსოფლიო ჩემპიონობა რეკორდების თანხლებით

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ჩემპიონები მძიმე წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ატაცში 210, 218, 225 კგ დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. ლაშა ტალახაძემ ამჯერად საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე მის მიერვე დამყარებული რეკორდი 223 კგ იყო. ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია – ტაშკენტში […]

ვალენსიამ მამარდაშვილი დინამოსგან 1 მილიონად გამოისყიდა

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა

ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილი გამოისყიდა! დინამო თბილისი ესპანური გუნდისგან 1 მილიონ ევროს მიიღებს. ამის შესახებ ჯეო თიმი იუწყება. კონტრაქტის პირადი დეტალები უახლოეს დღეებში დაზუსტდება, რომელიც, დიდი ალბათობით, 4-წლიანი იქნება