საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგანგებო ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ის საზოგადოებას და ოპოზიციურ პარტიებს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად და საქართველოს გადასარჩენად გაერთიანებისა და ერთად ბრძოლისკენ მოუწოდებს. – სანამ ქვეყანა ღატაკდება, ხალხი შიმშილობს, კრიმინალი ბობოქრობს და მეშახტეები იღუპებიან, ოლიგარქი ივანიშვილი ითვისებს ყველა ბიზნესს და ცინიკურად ერთობა ხეების თრევით და ეკოკატასტროფას აწყობს! ივანიშვილი არის სახელმწიფოს მტერი. […]
კატეგორია: ვიდეოები
ხაშურის მერს, გიორგი გურასპაშვილს, სექსძალადობას აბრალებენ – ”გაჩერდი, თორემ გლეწავ! მის მუხლებზე აღმოვჩნდი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ” – ვიდეო
ხაშურში, ერთ-ერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული ქალი, მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გურასპაშვილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ქალმა რეაგირებისთვის პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას უკვე მიმართა და პროკურატურაშიც გეგმავს განცხადების შეტანას. ადგილობრივი მედიის ცნობით, ფაქტი 2018 წლის 26 თებერვალს მოხდა. მაჟორიტარი დეპუტატის სიმონ ნოზაძის ინიციატივით, თბილისში, ხელნაწერთა ინსტიტუტში გამართული შეხვედრის შემდეგ, ხაშურის მერმა და მერიის […]
ნიკა გვარამია – “ზაზა შათირიშვილი მართლმადიდებლობაზე ისეთებს ამბობს, გედი ფოფხაძე საქართველოდან უნდა გარბოდეს” – ვიდეო
ნიკა გვარამიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საზმაუს ბორდის წევრი ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ რუსეთზე უარის თქმა თუ გვინდა, მართლმადიდებლობაზე უნდა ვთქვათ უარი. იქვე ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ თავად კათოლიკეა. ნიკა გვარამია კი წერს: “აწ უკვე ჩამოყალიბებული “ნინიას ლოგიკით”, ამისთვის ხმის მიცემის გამო ფრაქცია კი არა, ქვეყანა უნდა დაეტოვებინა გედის და კიდე დანარჩენებს 🙂 არც დაგსიზმრებია, ისეთებს ამბობს Ninia […]
ავსტრალიაში პოლიციის ნავს გიგანტური ზვიგენი აედევნა – ვიდეო
სამხრეთ ავსტრალიის სანაპიროსთან პატრულირებისას, პოლიციის ნავს გიგანტური ზვიგენი აედევნა და რამდენიმე წუთის განმავლობაში მის სიახლოვეს ტრიალებდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. პოლიციელებმა ნავზე ზომით გაცილებით დიდი მტაცებლისგან თავის დაღწევა შეძლეს. თეთრი სიკვდილის სახელით ცნობილი დიდი თეთრი ზვიგენი ოკეანის სანაპირო რეგიონებში ბინადრობს. მისი სიგრძე 6 მეტრს აღწევს, ხოლო წონა – 2 ათას კილოგრამს. ის აქამდე ცნობილი ყველაზე […]
დაღუპული მაღაროელების შესახებ ოჯახის წევრებმა მაღაროსთან გაიგეს – ვიდეო
ტყიბულში მინდელის მაღაროდან დაღუპული 6 მაღაროელის ცხედრის ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ. ადგილზე მაღაროელების ოჯახის წევრები მიდიან, როგორც imedinews-ის ჟურნალისტი ამბობს, მათ ადგილზე გაიგეს დაღუპულთა ვინაობის შესახებ. დილის 4 საათზე ტყიბულში მინდელის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 3 ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინდელის შახტაში დაშავებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მესამეს ზედა კიდურის დაზიანება აქვს. […]
გია გაჩეჩილაძემ და გიორგი ვაშაძემ ერთმანეთს აგინეს – ვიდეო
პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე და პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და უცენზურო სიტყვებით მიმართეს. მათი გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს მოუხდათ. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დაბა კაზრეთში შექმნილ ვითარებას განიხილავენ და ამ საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის […]
რუსთავში 2 მამაკაცი დაჭრეს – ჩხუბი კლინიკაში გაგრძელდა – ვიდეო
რუსთავში ჩხუბის დროს 2 მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით XVII მიკრო-რაიონში ერთერთი ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე მამაკაცებს შორის ჩხუბი 2 პირის დაჭრით დასრულდა. თვითმხილველი ყვება, რომ რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს ურტყამდა გამეტებით, ყვიროდნენ დაჭრილიაო, სასწრაფომ წაიყვანა 1 ბიჭი თუმცა სავარაუდოდ დაჭრილი უფრო მეტი იქნებოდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე […]
სოჭში მრავალსართულიანი კომპლექსი იწვის – ვიდეო
სოჭში ლისაია გორას ქუჩაზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი იწვის. ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას. გავრცელებული ინფორმაციით, „პანორამა სოჭს“ ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო ბრიგადები არიან მობილიზებულები. ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმე და რუსული სპეცსამსახურების კვალი – პროკურორის შვილი დუმილს არღვევს – ვიდეო
პროკურორის ოჯახი ალაპარაკდა. ორი წლის წინ მოკლული სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორის, ვახტანგ ქირიას შვილმა დუმილი დაარღვია და საქმის გამოძიების საკუთარ ვერსიებზე „ახალ კვირასთან“ ისაუბრა.ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ სამართალდამცავები მათი კოლეგის საქმეს ობიექტურად გამოიძიებდნენ, თუმცა ქირიას შვილი დღეს ამბობს, რომ პროკურატურის ვერსია დადგმული სპექტაკლია. პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და პროკურატურის მიერ ჩატარებული ძიების […]
ჟურნალისტებმა კალაძე გააღადავეს – ვიდეო
“თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლები ზეწოლაზე საუბრობენ და ხვალ სარჩელის შეტანას აპირებენ” – ამის შესახებ ჟურნალისტმა თბილისის მერს, კახა კალაძეს “მზიურში” სტუმრობის დროს უთხრა და ამაზე კომენტარი სთხოვა. როგორც აღმოჩნდა, ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო, თუმცა მერმა კითხვა სერიოზულად აღიქვა და როგორც თავად თქვა, “მოტყუვდა”.










