სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ქრთამის აღების ფაქტზე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ტარიელ თ-მ მოქალაქეს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობაში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ ნაწილად აიღო 2.000 ლარი“ ,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე […]
კატეგორია: ვიდეოები
რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ტრაილერი ამობრუნდა – 100 ცხვარი დაიხოცა – ვიდეო
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, რესტორან მარაბდასთან. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ტრაილერს ცხვრები გადაჰყავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 100-ზე მეტი ცხვარი დაიხოცა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მომხდარის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო. ინფორუსთავი
ა.ტ.-ს ბრალად ედება, რომ ბიზნესპარტნიორი ნ.ქ. მოკლა, ცხედარი კასრში ჩააგდო, ცეცხლი წაუკიდა და რიონში გადააგდო – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2018 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი – 1979 წელს დაბადებული, წარსულში გამოძალვისთვის ნასამართლევი ა.ტ. მათივე ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „2018 წლის მაისში, ვანის […]
„რეიგანი არ გეგონოთ, ჩვენი აჩოა თალაკვაძე… ალუჩა და პეტრუშკა ეძახე შენ“ – ვიდეო
„რეიგანი არ გეგონოთ, ჩვენი აჩოა თალაკვაძე“, – ასეთი წარწერით ვრცელდება ვიდეო სოციალურ ქსელში, სადაც ჩანს როგორ იცავს დაცვა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს. „ბებიაჩემი, ჩვენს მეზობელ ჯღანაანთ შურას რომ დაინახავდა ხოლმე ტუფლებით და იტყოდა – აქ დახე, რა დღეშიაო, – ზუსტად ეგ დამემართა ამის კორტეჟის დანახვაზე! ალუჩა და პეტრუშკა ეძახე შენ“ – წერს „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელი […]
მიხეილ სააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას მიათრევს საჯდომში – ვიდეო
„მოდის ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ სახელმწიფო მოხელეების ერთი ჯგუფი, სინამდვილეში ივანიშვილის მონების, საყვარლების, ოჯახის წევრების, ნათელმირონის „პაძელნიკების, ამ ნიშნით ეწყობიან საქართველოში სამსახურში. თავს დაესხა ქუთაისში „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისს, ცოცხებით და კვერცხებით. ეს ხალხი არის საჯდომის კუდის ნამდვილი მსახურები. საჯდომს ვერ გაცდნენ, საჯდომს და ცოცხებს. ივანიშვილი ქვეყანას მიათრევს საჯდომში. თვითონ თავს გრძნობს კარგად საჯდომში, და კულტიც […]
ნიკა მელია კომენტარს იძლეოდა რუსთაველზე და ბავშვები შემოეხვივნენ – ვიდეო
სტრასბურის ტრამვაიზე ქართული წარწერა 19 წლის რუსთაველმა ნიკა ღუნაშვილმა შექმნა – ვიდეო
სტრასბურში ტრამვაის ვაგონებზე დატანილი, კიდურ-ყვავილოვანი კალიგრაფიით შესრულებული ქართული წარწერა 19 წლის რუსთაველ ბიჭს, ნიკა ღუნაშვილს ეკუთვნის. როგორც ნიკამ „ქართულ კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ და თემატური ესკიზის შექმნა სთხოვეს. „რამდენიმე თვის წინ დამიკავშირდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ მიპოვეს. მეც, რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი და აბსოლუტურად ყველა […]
ნიკა გვარამია – “ჩემი შვილის თვალთვალის ვიდეო რაც ვნახე, “პაატას თავივით” ყუთით რომ გამომიგზავნეს, შიში დაბრუნდა” – ვიდეო
“ჩემს შიშებზე უნდა დავწერო. მშიშარა არ ვარ, ბევრმა იცის, ალბათ. უფრო მეტი, ალბათ, მიხვდა. მაინცდამაინც, არც არასდროს ვყოფილვარ, პრინციპში. უბრალოდ, სადღაც 2015-დან, რაც სიკვდილის შიში დავძლიე, საერთოდ დამავიწყდა, შიში რას ნიშნავს. ჩემი შვილის თვალთავლის ვიდეო რაც ვნახე, “პაატას თავივით” ყუთით რომ გამომიგზავნეს, შიში დაბრუნდა. შიში არა საკუთარი თავის გამო, არამედ მათ გამო, ვინც საკუთარ თავს […]










