სუსმა ქედაში ტარიელ თ. დააკავა – ვიდეო

სუსმა ქედაში ტარიელ თ. დააკავა - ვიდეოსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ქრთამის აღების ფაქტზე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ტარიელ თ-მ მოქალაქეს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობაში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ ნაწილად აიღო 2.000 ლარი“ ,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით].
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.